პრემიერლიგაში გამორჩეული მატჩია – ერთმანეთს ლიდერები ხვდებიან, მანჩესტერული დერბია, მაგრამ… არის ერთი მაგრამ – „სიტი“ იმდენად წინ გაიჭრა, საჩემპიონო ინტრიგა სანთლით არის საძებარი. გააფთრებული ბრძოლა უფრო ოთხეულისთვისაა და „მანჩესტერი“ კი უფრო მეტად სწორედ მეორე ადგილის შენარჩუნებას ეცდება.
სულშერს კი აღმოხდა, კი მინდა და რა კარგი იქნება “სიტის” რეკორდულ სვლას ჩვენ თუ შევაჩერებთო, მაგრამ ამის გაკეთება რომ ურთულესი იქნება, ეს აშაკარაა.
„სიტი“ დერბის არანორმალურ ფორმაში ხვდება. 21 მოგებათა და 28 წაუგებელი სერია. თუ „ქალაქელებმა” ისევ იმარჯვეს, სხვაობას 17 ქულამდე გაზრდიან.
„იუნაიტედმა“ კი ბოლო 3 მატჩი (ყველა ტურნირზე) ნულოვანი ფრით დაასრულა.
წლევანდელი სეზონის პირველი მანჩესტერული დერბი უღიმღამოდ 0:0 დასრულდა
სტატისტიკა
„სიტიმ“ შეიძლება ზედიზედ მეორედ წააგოს „მანჩესტერთან“ პრემიერლიგაში საშინაო მატჩი 2010 წლის აპრილის შემდეგ.
ხოლო თუ არ წააგებს „სიტი“ დაამყარებს ახალ საკლუბო რეკორდს ზედიზედ წაუგებელი სერიის მხრივ.
„მანჩესტერს“ შეუძლია მოიგოს ზედიზედ სამი გასვლითი თამაში „სიტისთან“ 2000 წლის შემდეგ პირველად ყველა ტურნირის ჩათვლით.
სულშერი შესაძლოა გახდეს პირველი მწვრთნელი, რომელიც მოიგებს ყველა, სამივე მატჩს „სიტის“ წინააღმდეგ სტუმრად ყველა ტურნირის გათვალისწინებით.
„მანჩესტერმა“ პრემიერლიგაში ბოლო 4 გასვლითი მატჩი ფრედ ითამაშა.
სიტის საერთო ევროპულ რეკორდამდე 2 მატჩი რჩება
ურთიერთშეხვედრები
წელს, 6 იანვარს „სიტიმ“ მეტოქე სტუმრად 2:0 დამარცხა ინგლისის ლიგის თასზე, ხოლო 12 დეკემბერს პრემიერლიგაში დერბი 0:0 დასრულდა.
2020 წელს გუნდები კიდევ სამჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. 1 წლის წინ, 8 მარტს „მანჩესტერმა“ 2:0 მოიგო. მანამდე კი ლიგის თასზე გამარჯვებები გაცვალეს – 8 იანვარს „სიტიმ“ 3:1 მოიგო სტუმრად, 29 იანვარს კი „იუნაიტედმა“ 1:0 ასევე გასვლაზე.
მატჩს, დიდი ალბათობით, პოგბა, დე ხეა, ჯონსი და მატა გამოტოვებენ. სათუოა მარსიალისა და ვან დე ბეეკის ყოფნა.
ცენტრალურ დაპირისპირებას გამოცდილი ენტონი ტეილორი გაუძღვება.
ბუქმეკერების პროგნოზი გასაგებია, რომ „სიტისკენაა“. მასპინძელთა გამარჯვებაზე ფსონი 1.50-ია, ფრეზე – 4.33, ხოლო „იუნაიტედის“ მოგება – 6.75.
[poll id=”9375″]
სხვა მატჩები
წარმატებული ლივერპულური ვოიაჟის შემდეგ, ტომას ტუხელის შეგირდები მორიგ 6-ქულიან მატჩს ჩაატარებენ. ამჯერად „სტემფორდ ბრიჯს“ პაპა კარლოს „ევერტონი“ ესტუმრება (გუნდები მე-4-5 ადგილებს იყოფენ 47 და 46 ქულით). ტუხელის დანიშვნის შემდეგ, ლონდონელებზე მეტი ქულა, მხოლოდ „სიტიმ“ აიღო. თავის მხრივ, ანჩელოტის გუნდიც 3-მატჩიანი მოგებათა სერიით ჩადის დედაქალქში და არაფრის დათმობას აპირებს. რიშარლისონმა ჩემპიონატის ზედიზედ 4 მატჩში გაიტანა.
ანჩელოტი: „ბედნიერი ვარ, ჩვენ ვოცნებობთ ჩემპიონთა ლიგაზე, მაგრამ სეზონი ახლა რომ არ მთავრდება“.
ტური „ბარნლი“-„არსენალის“ დაპირისპირებით იხსნება. 13 პრემიერლიგური დაპირისპირებიდან „ბარნლიმ“ ერთადერთხელ მოახერხა ლონდონელთა დამარცხება, ისიც მიმდინარე სეზონის პირველ წრეში.
უიმედო აუტსაიდერი „შეფილდი“ უმასპინძლებს საშინელ ფორმაში მყოფ „საუთჰემპტონს“, რომელიც ბოლო 5 მატჩია გამარჯვებას ვერ ახერხებს და ამ სერიის შესაწყვეტად ახლა საუკეთესო ვარიანტია.
ბოლო 8 პრემიერლიგური დაპირისპირებიდან, „ლესტერი“ არცერთხელ არ დამარცხებულა „ბრაიტონთან“.
ისტორიაში პირველად, „ენფილდზე“ მიჯრით 5 წაგებული მატჩის შემდეგ, „ლივერპული“ რეაბილიტაციისთვის მე-18 ადგილოსან „ფულჰემზე“ უკეთეს ვარიანტს ვერც ინატრებდა. თუმცა, „ფულჰემი“ ბოლოს გამოცოცხლდა.
ლონდონური დერბით დასრულდება კვირადღე. „ტოტენჰემმა“ ზედიზედ 3 მატჩი მოიგო საერთო ანგარიშით 9:0. მოურინიოს გუნდი სანუკვარ ოთხეულს 4 ქულით ჩამორჩება. მისი მექტოქე „კრისტალ პალასი“ კი მშვიდადაა.
„ვესტ ჰემისა“ და „ლიდსის“ მატჩით დაიხურება ტური. დევიდ მოიესის შეგირდები მე-6 ადგილზე არიან და ოთხეულისთვის ბრძოლის კანდიდატადაც განიხილებიან. მარსელო ბიელსას „ლიდსმა“ კი პროგრამა მინიმუმი შეასრულა. უმაღლეს დივიზიონში „ლიდსმა“ ლონდონელები ბოლოს 2003 წელს დაამარცხა.
მანჩესტერი კარგებს ვერ უგებს, ჩელსი არ აგებს: ლივერპულის – 7000 (26-ე ტური)
პრემიერლიგა – 27-ე ტური
შაბათი, 6 მარტი
ბარნლი – არსენალი
შეფილდი – საუთჰემპტონი
ასტონ ვილა – ვულვერჰემპტონი
ბრაიტონი- ლესტერი
კვირა, 7 მარტი
ვესტ ბრომვიჩი – ნიუკასლი
ლივერპული – ფულჰემი
სიტი – მანჩესტერი
ტოტენჰემი – კრისტალ პალასი
ორშაბათი, 8 მარტი
ჩელსი – ევერტონი
ვესტ ჰემი – ლიდსი
GIPHY App Key not set. Please check settings