შვეიცარიულ მედიის ინფორმაციით, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრმა, გაბრიელ სიგუამ, შესაძლოა “ბაზელი” დატოვოს. როგორც Sport.ch იტყობინება, ტიმ პალასიოსისა და იბრაჰიმ სალაჰის დამატებას, არ არის გამორიცხული, სიგუას წასვლა მოჰყვეს.
პალასიოსი არგენტინელია, სალაჰი კი მაროკოელი. ამ დროისთვის “ბაზელს” ლეგიონერებზე ლიმიტი შევსებული აქვს და ადგილის გამოთავისუფლება სჭირდება.
შვეიცარიული პრესის ცნობით, გუნდის დატოვების კანდიდატები არიან ასევე ემანუელ ესიამი და კაო ედუარდო. რაც შეეხება სიგუას, “ბაზელმა” ის ორი წლის წინ თბილისის “დინამოსგან” დაიმატა. ამ დროისთვის, სიგუას სათამაშო პრაქტიკა არ აქვს – განაცხადში კი შეჰყავთ, მაგრამ არ ათამაშებენ.
არადა, ეს ბიჭი ქართული ფეხბურთის მომავლად მიგვაჩნია. ვილი სანიოლმა შარშან ევროპის ჩემპიონატზეც წაიყვანა. ასე რომ, ძალიან გვინდა, სიგუამ ისეთ გუნდში ითამაშოს, სადაც მუდმივი სათამაშო პრაქტიკა ექნება.
lelo.ge
GIPHY App Key not set. Please check settings