in

სიგიჟე! საუდის არაბეთში 2 მილიონ ადამიანს სურს ბილეთი მატჩზე, სადაც რონალდო და მესი შეხვდებიან

ცნობილი ხდება, რომ ორ მილიონზე მეტ ადამიანს სურს იყიდოს მატჩის ბილეთი, სადაც პოტენციურად ერთმანეთს კრიშტიანო რონალდო და ლიონელ მესი შეხვდებიან.

19 იანვარს ერ-რიადში პსჟ შეხვდება ორი კლუბის „ალ ნასრისა“ და „ალ ჰილალის“ ვარსკვლავებს. სტადიონზე, სადაც 68 ათასი ადამიანი ეტევა, მესი და რონალდო შესაძლოა პირველად შეხვდნენ ერთმანეთს ორი წლის შემდეგ. ბოლოს ისინი ერთ მინდორზე 2020 წლის დეკემბერში თამაშობდნენ. რონალდოს დუბლი „იუვენტუსს“ ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსელონას“ დამარცხებაში დაეხმარა – 3:0.

კრიშტიანომ გასულ თვეს მოაწერა ხელი საუდეთის კლუბთან კონტრაქტს, ამიტომ საკლუბო დონეზე მათი შეხვედრა შესაძლებელია მხოლოდ ამხანაგურ შეხვედრაში ან მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე.

35 წლის მესის და 37 წლის რონალდოს კარიერა დასასრულს უახლოვდება და ფანებს ესმით, რომ შესაძლოა ეს ლეგენდარული დაპირისპირების ნახვის ბოლო შანსიც კი იყოს.

ESPN-ის ინფორმაციით, როდესაც ბილეთების გაყიდვა დაიწყო, ორ მილიონზე მეტი ადამიანი იდგა ონლაინ-რიგში, მიუხედავად იმისა, რომ არცერთი მათგანის ამ მატჩში მონაწილეობა დადასტურებული არ ყოფილა.

რონალდოს დებიუტი „ალ ნასრიში“ გადაიდო პორტუგალიელის იმ დისკვალიფიკაციის გამო, როდესაც მან „ევერტონის“ პატარა ფანის ტელეფონი დაამსხვრია „მანჩესტერში“ თამაშისას. თუმცა, როდესაც პსჟ ჩაფრინდება საუდის არაბეთში, კრიშტიანოს თამაშის უფლება უკვე ექნება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: ბურჯანაძის 14 ქულა და საუკეთესო მატჩი

ლებრონ ჯეიმსი მეორე კალათბურთელია, რომელმაც 38 ათასი ქულა მოაგროვა