ვილი სანიოლმა ოქტომბრის მატჩებისთვის ეროვნულ გუნდში თბილისის “დინამოს” ცენტრალური მცველი, საბა ხვადაგიანი გამოიძახა.
18 წლის ფეხბურთელი “ჯვაროსნების” 24-კაციან განაცხადს დაემატა, მაგრამ ამის მიზეზი მხოლოდ მწვრთნელის გადაწყვეტილებაა და არა რომელიმე მოთამაშის ტრავმა და იძულებითი ცვლილება.
საბა ხვადაგიანი საქართველოს ნაკრების დებიუტანტი 2021 წელს, სექტემბრის სანაკრებო პაუზის დროს გახდა და მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ სრულადაც ითამაშა.
საქართველოს ნაკრები მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპზე 9 ოქტომბრის ბათუმში, ცენტრალურ სტადიონზე, საბერძნეთის ნაკრებს, ხოლო 12-ში, პრიშტინაში სტუმრად, კოსოვოს წინააღმდეგ ითამაშებს.
GIPHY App Key not set. Please check settings