საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ბექა გორგაძე ისევ TOP 14-ის ტურის სიმბოლურში მოხვდა.
მე-20 ტურის შეხვედრაში გორგაძის პო-მ სატურნირო ცხრილის ლიდერს “ბორდოს” გასვლაზე 23:16 მოუგო. გორგაძე თავისი გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო და სრული მატჩი ჩაატარა. ბექა გორგაძე მიმდინარე სეზონში ფრანგული TOP 14-ის ტურის სიმბოლურში მერვედ მოხვდა.
პო-ს 41 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზეა.
შეგახსენებთ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 12 მარტს, ბუქარესტში რუმინეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.
GIPHY App Key not set. Please check settings