in

სეზონის ბოლოს კუმანი კლუბს დატოვებს: ბარსა კლოპს, ტუხელს და ხავის განიხილავს

ესპანურ მედიაში ბოლო პერიოდში ბევრს წერენ იმის შესახებ, რომ მალე რონალდ კუმანი “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს.

როგორც ადგილობრივ მედიაში წერენ ეს სეზონი კლუბისთვის გარდამავალი იქნება და 2022 წლის ზაფხულში, როდესაც ნიდერლანდელ სპეციალისტს, “ბლაუგრანასთან” კონტრაქტი ამოეწურება, ის აღარ გაგრძელდება და კუმანი კლუბს დატოვებს. ერთ-ერთი კანდიდატი, რომელსაც “ბარსელონას” ხელმძღვანელობა კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე განიხილავს იურგენ კლოპია. “ბარსა” კლოპისთვის საინტერესო შეთავაზებას ამზადებს, მაგრამ აქ ერთი პრობლემაა. 54 წლის გერმანელ სპეციალისტს “ლივერპულთან” 2024 წლამდე აკავშირებს კონტრაქტი.

საუბარი არის სხვა კანდიდატებზეც. კატალონიური კლუბისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა და ლეგენდა ხავი ერნანდესი, რომელიც ყატარულ “ალ სადს” წვრთნის.
ასევე განიხილება კიდევ ერთი გერმანელი სპეციალისტის კანდიდატურა – “ჩელსის” მთავარი მწვრთნელის, თომას ტუხელის.

იურგენ კლოპი ლივერპულს 2015 წლიდან წვრთნის და ამ ხნის განმავლობაში კლუბს ინგლისის პრემიერლიგა (2019/20), ჩემპიონთა ლიგა (2018/19), უეფას სუპერთასი (2019) და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი (2019) მოაგებინა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო:ვაკო გვილიამ ახალ გუნდში სადებიუტო გოლი გაიტანა

პირველი ფეხბურთელი ისტორიაში, რომელმაც საჯაროდ თქვა რომ გეია