in

სევილია ევროპა ლიგის მეფეა: მისმა მაგიამ ჟოზეს მაგიას აჯობა – 7-დან 7

ევროპა ლიგის ფინალში წაუგებელი ხალხი გავიდა. ერთის მხრივ „სევილია“, რომელიც ამ ტურნირის სპეციალისტია და ჟოზე მოურინიოს „რომა“. პორტუგალიელმა არ იცის რა არის ფინალში წაგება. უფრო სწორად არ იცოდა. თასი მაინც რანგით მეორე ევროპული ტურნირის საუკეთესო გუნდს „სევილიას“ დარჩა. ესპანურმა გუნდმა მეტოქე პენალტების სერიაში დაამარცხა.

პირველ ტაიმში „რომა“ დიბალამ დააწინაურა, შესვენების შემდეგ ფლანგიდან ნავასის ჩაწოდებული ბურთი ელ-ნესირთან ბრძოლაში მანჩინიმ საკუთარ კარში ჩაჭრა და ანგარიში გათანაბრდა.
75-ე წუთზე სევილიელთა შემტევი ოკამპოსი მეტოქის საჯარიმოში წაიქცა, მსაჯმა პენალტი ჯერ დანიშნა, მაგრამ ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ გააუქმა. ამას რომაელთა საპასუხო შეტევა, მეკარესთან პირისპირ დარჩენილი ბელოტის გამოუყენებელი შანსი მოჰყვა.

პენალტები ესპანელებმა ბევრად უკეთ შეასრულეს და დიდი სხვაობით მოიგეს – 4:1.

„სევილიამ“ ევროპა ლიგის ფინალი ისტორიაში უკვე მეშვიდედ მოიგო, რაც ბუნებრივია რეკორდია. ამ გუნდმა 7 ფინალი ითამაშა და 7-ვე მოიგო.

ევროპალიგა. ფინალი
ბუდაპეშტი. „პუშკაშ არენა“. 61 476 მაყურებელი
სევილია – რომა 1:1 (ძირ. დრო 1:1, პენ 4:1)
გოლები: 0:1 დიბალა (35. მანჩინის პასით), 1:1 მანჩინი (55-საკ. კარში)
პენალტების სერია: 1:0 ოკამპოსი, 1:1 კრისტანტე, 2:1 ლამელა, 2:1 მანჩინი (მეკარე), 3:1 რაკიტიჩი, 3:1 იბანიესი (ძელი), 4:1 მონტიელი

სევილია: ბუნუ – ნავასი (94. მონტიელი), ბადე, გუდელი (120+8. მარკაო), ტელიეში (94. რეკიკი) – რაკიტიჩი, ფერნანდო (120+9. ჟორდანი) – ოკამპოსი, ტორესი (46. სუსო), ხილი (46. ლამელა) – ენ ნესირი

რომა: რუი პატრისიო – იბანიესი, მანჩინი, სმოლინგი – სპინაცოლა (106. ლორენტე), კრისტანტე, მატიჩი (120. ბოვე), ჩელიკი (91. ჟალევსკი) – პელეგრინი (106. ელ შაარავი), დიბალა (68. ვეინალდუმი), აბრაჰამი (75. აბრაჰამი)

„სევილიამ“ მეშვიდედ მოიგო ევროპალიგა / უეფა-ს თასი. მხოლოდ 5 კლუბს აქვს მოგებული უფრო მეტი ევროთასი – „რეალს“ (16), „ბარსელონას“ (12), „მილანს“ (9), „ლივერპულს“ (9) და „ბაიერნს“ (8).

5 გამარჯვების შემდეგ ჟოზე მოურინიო პირველად დამარცხდა ევროსაკლუბო ტურნირის ფინალში.

„რომამ“ წააგო იმ ორივე ევროტურნირის ფინალი, რომლის ბედი 11-მეტრიანების სერიაში გადაწყდა. პირველად, ეს მოხდა 1984 წელს, როცა რომაელები „ლივერპულთან“ დამარცხდნენ, თანაც შინ, რომში.

უეფას ევროტურნირების ფინალების ისტორიაში, გამარჯვებულის გამოსავლენად ზედიზედ მესამედ გახდა საჭირო დამატებითი დროის დანიშვნა.

ხესუს ნავასი გახდა მეორე ყველაზე ხანდაზმული (37 წლის და 191 დღის) ფეხბურთელი, ვინც სასტარტო შემადგენლობაში იყო ევროპალიგის / უეფა-ს თასის ფინალურ მატჩში. პირველია შოტლანდიელი დევიდ უეირი (38 წლის და 4 დღის, 2008 წელს).

ნავასი 20 წლის და 170 დღის იყო, როდესაც 2006 წელს, „სევილიასთან“ ერთად, პირველად მოიგო რანგით მეორე ევროტურნირი, რომელსაც მაშინ ჯერ კიდევ უეფას თასი ერქვა.

62 წლის და 78 დღის ხოსე ლუის მენდილიბარი არის ყველაზე ხანდაზმული მწვრთნელი, ვინც ევროპალიგა მოიგო. აქამდე, რეკორდი ეკუთვნოდა მაურიციო სარის, რომელმაც 60 წლისა დ 139 დღისამ მოიგო ტიტული „ჩელსისთან“ ერთად 2019 წელს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩას ტრანსფერი ევროპაში მეორეა: კვარას მარტო ჰოლანდი ჯობნის

ჩაკვეტაძის ყიდვა გვინდა, მაგრამ რა უნდა ამ გენტს