in

საქმეს სერიოზულად მივუდექით და… ვილი სანიოლი ბევრი გოლით კმაყოფილია

საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ტაილანდი გაანადგურა 8:0. ეს ჩვენი ეროვნული გუნდის ისტორიაში სარეკორდო ანგარიშით მოგებული თამაშია. სუსტ მეტოქესთან შეხვედრის შემდეგ პრეკონფერენცაზე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა სხვადასხვა თემაზე ისაუბრა.

საქართველოს რეკორდები: გვიხარია, მაგრამ ვისთან… 8:0 და ისტორიული გამარჯვება

ვილი სანიოლი:

„მიქაუტაძე ამჟამად რთულ ვითარებაშია, მაგრამ ფეხბურთელი სირთულეებს არ უნდა შეუშინდეს. გიორგი „აიაქსში“ უნდა დარჩეს და საკუთარი შესაძლებლობები დაამტკიცოს. შანსს აუცილებლად მიიღებს. ძალიან გამიხარდა პოკერი რომ შეასრულა.

მატჩის შემდეგ კვარაცხელიასთან რამდენიმე სათამაშო ეპიზოდი განვიხილე, მეტს არ დავაკონკრეტებ. ხვიჩამ იცის, რომ დეტალებს ვაქცევ ყურადღებას და ეს დეტალები იქნებ გადამწყვეტიც კი იყოს. მას რთული სეზონი ელოდება „ნაპოლიში“ და დეტალებს ყურადღება უნდა მიაქციოს, რადგან კიდევ უფრო განვითარდეს.

ადრე ვთქვი, რომ ფეხბურთელები ფიზიკურად უცხოეთში უკეთ ვითარდებიან და არ მესმის, საქართველოში ამას რატომ ვერ ახერხებენ-მეთქი. ამაზე თავად ფეხბურთელები უკეთ ისაუბრებენ. ისინი აღნიშნავენ, რომ ევროპულ კლუბებეში ფიზიკური მომზადება უფრო მაღალ დონეზეა.

კონკრეტულად ალთუნაშვილისა და ჩაკვეტაძეზე ვსაუბრობდი. რაც ახალ კლუბებში გადავიდნენ, ფიზიკურად საგრძნობლად მოუმატეს. ჩაკვეტაძე ბურთს უფრო მაღალ დონეზე ინარჩუნებს, ვიდრე რამდენიმე თვის წინ. დღეს ფიზიკურ მომზადებას დიდი მნიშვნელობა აქვს და მეტი შრომაა საჭირო.

გუშინ ასე მქონდა დაგეგმილი, რომ სიგუა დაიწყებდა და 45 წუთს ითამაშებდა. ბოლო ვარჯიშზე კმაყოფილი არ დავრჩი და გადაწყვეტილება შევცვალე. ის ახალგაზრდაა და დიდი დრო აქვს, ისწავლოს და ჩვენ ტაქტიკურ სქემას მოერგოს. ამ ეტაპზე სჯობია, მის განვითარებას მეტი სიფრთხილით მივუდგეთ. დღეს 35 წუთი ითამაშა და მისით კმაყოფილი ვარ.

ზივზივაძე შეხვედრაში კარგად ჩაერთო. მიქაუტაძის მსგავსად, კლუბში ისიც ცოტას თამაშობს. კვირას, კვიპროსის ნაკრების წინააღმდეგ, მოედანზე ერთ-ერთი მათგანი იქნება და ეს დილემა მაქვს.

მიხარია, რომ ბევრი გოლი გავიტანეთ, მეტიც შეგვეძლო. საქმეს სერიოზულად მივუდექით და შედეგი ამის დამსახურებაა“.

ალექსანდრ ჰოლკინგი (ტაილანდის ნაკრების მწვრთნელი):
„ასე ცუდ თამაშსაც არ ველოდი. მეგონა უკეთ ვითამაშებდით. ხუთ დღეში ესტონეთთან ვითამაშებთ და იმედი მაქვს უკეთეს შთაბეჭდილებას დავტოვებთ. ფეხბურთელებს არ ვუსაყვედურებ, ისინი ბოლომდე დაიხარჯნენ.
ეს ჩვენთვის გაკვეთილი იყო, მით უმეტეს, ასეთი ძლიერი ფეხბურთელების წინააღმდეგ. საქართველოს ძალიან სწრაფი ფეხბურთელები ჰყავს. ასეთ მეტოქესთან შეუძლებელია, რომ შეცდომები არ დაუშვა. ჩვენ ამ მატჩებისგან ბევრს ვისწავლით. საქართველოს წარმატებას ვუსურვებ“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველოს რეკორდები: გვიხარია, მაგრამ ვისთან… 8:0 და ისტორიული გამარჯვება

ოქროს ბიჭები ჩამოწერეს: ვინ გახდება საუკეთესო ახალგაზრდა