in ,

საქართველო 4 საფეხურით დაწინაურდა: ფიფამ რეიტინგები განაახლა

საქართველოს ნაკრები რომ ბოლო პერიოდში 90 გრადუსით შემოტრიალდა, ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით. თუკი გიბრალტართან 4:0 გამარჯვება ფეერიულად არ შეფასებულა, გუშინდელ მატჩზე იგივეს ვერ ვიტყვით.
ისტორიულად ერთ-ერთი ყველაზე უხერხული მეტოქე ბულგარეთი თავისივე კედლებში 5:2 გავანადგურეთ და დღეს განახლებულ რეიტინგშიც ჩვენი გუნდი 89-ე დან 85-ე საფეხურამდე აღზევდა.

რას ცვლის ეს რეიტინგი? პრინციპი მარტივია. რაც უფრო მაღალია რეიტინგი, მით მაღალ კალათაში ხარ წილისყრისას, რაც შედარებით იოლ მეტოქეებს ნიშნავს.
ჩვენი საუკეთესო შედეგი 90-იანების შუაში იყო, როცა 42-ე პოზიციაზე ვიყავით.

რაც შეეხება პირველ ათეულს:
1) ბრაზილია
2) ბელგია
3) საფრანგეთი
4) არგენტინა
5) ინგლისი
6) იტალია
7) ესპანეთი
8) პორტუგალია
9) მექსიკა
10) ნიდერლანდები

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

23-წლიანი ლოდინი დასრულებულია, მაგრამ რა ელის წინ ნოტინგემ ფორესტს

ძიუდოს რეიტინგი განახლდა: 3 წონას ქართველი ლიდერობს