საქართველოს ნაკრები რომ ბოლო პერიოდში 90 გრადუსით შემოტრიალდა, ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით. თუკი გიბრალტართან 4:0 გამარჯვება ფეერიულად არ შეფასებულა, გუშინდელ მატჩზე იგივეს ვერ ვიტყვით.
ისტორიულად ერთ-ერთი ყველაზე უხერხული მეტოქე ბულგარეთი თავისივე კედლებში 5:2 გავანადგურეთ და დღეს განახლებულ რეიტინგშიც ჩვენი გუნდი 89-ე დან 85-ე საფეხურამდე აღზევდა.
რას ცვლის ეს რეიტინგი? პრინციპი მარტივია. რაც უფრო მაღალია რეიტინგი, მით მაღალ კალათაში ხარ წილისყრისას, რაც შედარებით იოლ მეტოქეებს ნიშნავს.
ჩვენი საუკეთესო შედეგი 90-იანების შუაში იყო, როცა 42-ე პოზიციაზე ვიყავით.
რაც შეეხება პირველ ათეულს:
1) ბრაზილია
2) ბელგია
3) საფრანგეთი
4) არგენტინა
5) ინგლისი
6) იტალია
7) ესპანეთი
8) პორტუგალია
9) მექსიკა
10) ნიდერლანდები
GIPHY App Key not set. Please check settings