in

საქართველო 153 მილიონი ღირს: ლიდერების ფასები დაეცა

„ტრანსფერმარკტმა“ ნაკრები გუნდების განახლებული შეფასებები გამოაქვეყნა, მათ შორის ჩვენი გუნდის.

შემცირებულია ხვიჩა კვარაცხელიას ფასი, ასევე კიდევ რამდენიმე ფეხბურთელის.

გიორგი მიქაუტაძის ფასი 10 მილიონი ევროდან 8 მილიონამდე დაეცა, ზურიკო დავითაშვილის – სამი მილიონიდან 2.5 მილიონამდე, ხოლო გიორგი ჩაკვეტაძის 2.4 მილიონიდან 2 მილიონამდე.

სამაგიეროდ, მილიონი ევროთი მოიმატა ირაკლი აზაროვის (3,5 მილიონი), ოთარ კიტეიშვილის (3 მილიონი), გიორგი გოჩოლეიშვილისა (2.5 მილიონი) და გაბრიელ სიგუას (1.5 მილიონი) ღირებულებამ, გიორგი ქოჩორაშვილი კი 1.2 მილიონი ევრო ღირს (600 ათასის ნაცვლად).

სულ საქართველოს ნაკრების მოთამაშეთა ჯამური ფასი 153 მილიონი ევროა. საუბარია ბოლო შეკრებაზე გამოძახებული მოთამაშეებზე.

საქართველოს ნაკრების ყველაზე ძვირად ღირებულ მოთამაშეთა ხუთეული:

  1. ხვიჩა კვარაცხელია, „ნაპოლი“ – 80 მლნ ევრო;
  2. გიორგი მამარდაშვილი, „ვალენსია“ – 30 მლნ ევრო;
  3. გიორგი მიქაუტაძე, „აიაქსი“ – 8.00 მლნ ევრო;
  4. ირაკლი აზაროვი, „შახტარი“ – 3.50 მლნ ევრო;
    5-6. ოთარ კიტეიშვილი, „შტურმი“ – 3 მლნ ევრო;
    5-6. საბა საზონოვი, „ტორინო“ – 3 მლნ ევრო.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ეროვნული ლიგის ბომბარდირი კორეაში წავიდა

მიქაუტაძესთან დაკავშირებით ფრთხილად უნდა ვიყოთ… მეცის დირექტორი