in

საქართველო-უკრაინის მატჩზე ბილეთების გაყიდვა დაიწყო: ფასი 20 ლარია

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატცებს იწყებს. ილიას ზუროსის გუნდი 29 ნოემბერს თბილისის სპორტის სასახლეში უკრაინის ნაკრებს დაუპირისპირდება.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის და მთავრობის საკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, უკრაინასთან მატჩზე დარბაზის ტევადობის მიხედვით გულშემატკივართა 30% ჩაერთვება, რაც დაახლოებით 2500 მაყურებელია.

ბილეთების რეალიზება დღეს 15:00 საათზე Tkt.ge-ზე დაიწყო და მისი ფასი 20 ლარია.

ბილეთის მფლობელმა მატჩზე დასასწრებად აუცილებელია, რომ ბილეთთან ერთად წარადგინოს:

პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (მეორე დოზიდან გასული უნდა იყოს მინიმუმ 14 დღე), ხოლო არავაქცინირებულმა პირებმა 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტის ან 24 საათით ადრე ჩატარებული სწრაფი ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხი, ან ბოლო 6 თვის მანძილზე ლაბორატორიულად დადასტურებული Covid-ინფექციის გადატანის შესახებ ცნობა.

საქართველო-უკრაინის მატჩი 26 ნოემბერს 19:00 საათზე გაიმართება და მის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

გიორგი ცინცაძე: ჩემი ქვეყნისთვის თამაში უდიდესი ბედნიერებაა და თითოეული წამით ვამაყობ

პაატა გურასპაული: უკრაინასთან 2500 გულშემატკივარს დავუშვებთ – ბითაძე და მამუკელაშვილი ივლისში დაგვეხმარებიან

მიშა ბერიშვილი: გულშემატკივრებისგან დიდ ენერგიას ვიღებთ – ყველა მატჩში მოსაგებად ვიბრძოლებთ

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

Exclusive: დავით კაჭარავა: იტალიასთან მატჩი ოფიციალურად დადასტურებულია – მიდის მოლაპარაკებები, რომ მატჩი ბათუმში გაიმართოს

გლოსთერმა კვესელაძეს კონტრაქტი გაუხანგრძლივა: დაცვის გაგლეჯვის საოცარი უნარი აქვს