Autumn nations series-ს მატჩების ფარგლებში კიდევ ერთი სარაგბო კვირა დასრულდა და live რეიტინგებიც განახლდა. live რეიტინგში მცირე ცვლილებები მოხდა.
სამოასთან მარცხის შემდეგ საქართველოს ნაკრები რეიტინგში მე-14 ადგილამდე დაქვეითდა. მე-11 ადგილამდე აღზევდა იტალია, რომელმაც დიდი სენსაცია დააფიქსირა და ავსტრალია დაამარცხა. სამოა მე-12 ადგილზეა, ფიჯი – მე-13
ცვლილებებია top 10-შიც -“ბორჯღალოსნების” მომდევნო მეტოქე უელსი მეშვიდე ადგილამდე აღზევდა. მერვე ადგილამზე ჩამოქვეითდა ავსტრალია და მეცხრე ადგილზეა შოტლანდია.

მომდევნო შეხვედრას “ბორჯღალოსნები” 19 ნოემბერს კარდიფში უელსის წინააღმდეგ გამართავენ.