in

საქართველო მესამე კალათაშია: წილისყრა 3 დეკემბერსაა

საქართველომ ნოემბრის ტესტმატჩები ბოლო მატჩში იაპონიასთან წააგო (23:25). ამის გამო ჩვენმა ნაკრებმა მსოფლიო რაგბის კლასიფიკაციაში 1.51 ქულა დაკარგა და ორი საფეხურით დაქვეითდა: მე-13 ადგილზე გადაინაცვლა. შედეგად, მსოფლიო თასის წილისყრისას, რომელიც 3 დეკემბერს სიდნეიში გაიმართება, „ბორჯღალოსნები“ მესამე კალათაში მოხვდნენ.

გუნდები ექვსეულებად არიან დაყოფილი. შეიქმნება ექვსი ოთხგუნდიანი ჯგუფი და მერვედფინალში პირველ-მეორე ადგილოსნებთან ერთად, ოთხიც საუკეთესო მესამეადგილოსანიც გავა.

პირველი კალათა: სამხრეთ აფრიკა, ახალი ზელანდია, ინგლისი, ირლანდია, საფრანგეთი, არგენტინა.
მეორე კალათა: ავსტრალია, შოტლანდია, ფიჯი, იტალია, უელსი, იაპონია.
მესამე კალათა: საქართველო, ურუგვაი, ესპანეთი, აშშ, ჩილე, ტონგა.
მეოთხე კალათა: სამოა, პორტუგალია, რუმინეთი, ჰონგ კონგი, ზიმბაბვე, კანადა.

2027 წლის მსოფლიო თასი ავსტრალიაშია 1 ოქტომბრიდან 13 ნოემბრამდე გაიმართება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლოჩოშვილი კარგი იყო, გოგლიჩიძე განაცხადში გამოჩნდა – ლეგიონერები

გამოჩნდა, რომ მამარდაშვილის ბრალი არ ყოფილა