in

საქართველო მეოთხე კალათაში: მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრა 12 აპრილს გაიმართება

საქართველოს წყალბურთის ნაკრები ზაფხულში, ისტორიაში პირველად, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, მსოფლიოს 12 საუკეთესო ნაკრებს შორის იასპარეზებს.

მოგეხსენებათ, რუსეთ-უკრაინის ომის გამო, ისევე როგორც სხვა სპორტულმა ფედერაციებმაც, Fina-მაც (წყალბურთის საერთაშორისო ფედერაცია) რუსეთისა და ბელარუსის ნაკრებები და სპორტსმენები ყველა ტურნირიდან მოკვეთა და ვინაიდან ბოლო ევროპის ჩემპიონატის მიხედვით რუსეთის შემდეგ რეიტინგში საქართველოა, მათ ნაცვლად მსოფლიო ჩემპიონატზე დეიან სტანოიევიჩის გუნდი ითამაშებს.

FINA-მ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე წილისყრის კალათები გამოაქვეყნა. საქართველოს ნაკრები მე-4 კალათაში მოხვდა.

1 კალათა: სერბეთი, საბერძნეთი,უნგრეთი, ესპანეთი

2 კალათა: მონტენეგრო, აშშ, კანადა, ხორვატია

3 კალათა: ბრაზილია, იტალია, გერმანია, ავსტრალია

4 კალათა: სამხრეთ აფრიკა, ყაზახეთი, იაპონია, საქართველო

წილისყრა 12 აპრილს ბუდაპეშტში გაიმართება. სწორედ უნგრეთის დედაქალაქი უმასპინძლებს მსოფლიო ჩემპიონატს 20 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

პარიზის ოლიმპიადაზე ძალოსნობის წონითი კატეგორიები იცვლება

ბორჯღალოსნები იტალიას დინამო არენაზე უმასპინძლებენ: ცნობილია მატჩის თარიღიც