საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, რომელიც “უცხოური აგენტების შესახებ” კანონს ეხება, ქართველი ფეხბურთელებიც ეხმაურებიან.
კანონპროექტის ხელახლა ინიცირების შემდეგ ნაკრების არაერთმა ფეხბურთელმა გამოაქვეყნა პოსტი.
ბუდუ ზივზივაძემ დაწერა:
“არა რუსეთს. საქართველოს გზა ევროპაშია!
პ.ს. მადლობა არავინ გადამიხადოს, რადგან იმას ვამბობ, რაც ყველა ქართველმა უნდა თქვას”, – წერს ზივზივაძე.
“საქართველო ევროპაში”, – უწერია გიორგი ჩაკვეტაძის “ისტაგრამზე”.
ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავა კიდევ უფრო შორს წავიდა და პირდაპირ დაწერა:
“რუსეთის დდშვც”.
GIPHY App Key not set. Please check settings