საქართველოს ნაკრები 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩს ბათუმში ჩაატარებს. ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა ისაუბრა.
გაგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ს საკვალიფიკაციო ეტაპის A ჯგუფში ესპანეთის, კვიპროსის, ნორვეგიისა და შოტლანდიის ნაკრებებთან ერთად. პირველ თამაში კი 28 მარტს გვიწევს ნორვეგიასთან.
მატჩის ბათუმში გამართვის მიზეზი იმაშია, რომ თბილისის სტადიონები – „დინამო არენა“ და „მიხეილ მესხი“ – 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატისთვის „ემზადებიან“ და რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
მოგეხსენებათ, საქართველომ ბათუმში რამდენიმე მატჩი უკვე ჩაატარა, მათ შორის ალბათ ყველაზე გამოსარჩევია იბრაჰიმოვიჩის შვედეთის დამარცხება (2:0).
GIPHY App Key not set. Please check settings