in

საქართველო გაძვირდა: ჩვენების ფასი ამხელა არასდროს ყოფილა

საქართველოს ნაკრებისთვის 2022 წელი ერთი მაჩვენებლით ისტორიული გამოდგა. ჩვენი ეროვნული გუნდის მოთამაშეთა ჯამური ფასი „ტრანსფერმარკტმა“ 114,75 მილიონი ევრომდე გაზარდა, რაც საქართველოსთვის რეკორდია.

აქამდე ქართველების ფასი საშუალოდ 30-დან 55 მილიონი ევროს ფარგლებში მერყეობდა.
საქართველოს ნაკრები უფრო ძვირადღირებულია, ვიდრე ერთა ლიგის A ჯგუფის გუნდები უნგრეთი (105,20) და ჩეხეთი (94,13).

ამას გარდა, ჩვენი გუნდი B დივიზიონის ბევრ კარგ ნაკრებს ასწრებს: სლოვენიას (112,30), ირლანდიას (108,60), ალბანეთს (91,75), ბოსნიას (89, 23), რუმინეთს (75,20), მონტენეგროს (48,50), ისლანდიას (32,00), ისრაელს (31,95), ფინეთს (25,45).

„ტრანსფერმარკტმა“ მსგავს შეფასებას 2000 წლიდან აკეთებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

“მე თქვენი მენეჯერი ვარ და რასაც გეტყვით, იმას გააკეთებთ” – მილნერმა კლოპის სიტყვები გაიხსენა

ხვიჩა: ყოველთვის ყველაფერს ვაკეთებდი, რომ ეს მომხდარიყო