in ,

საქართველოში ევროპა ინგლისი გახდა

England players celebrate with the trophy following the Euro Under-21 Championship final at the Adjarabet Arena in Batumi, Georgia. Picture date: Saturday July 8, 2023. PA Photo. See PA story SOCCER England Under-21. Photo credit should read: PA Wire. RESTRICTIONS: UK and Ireland use only. Use subject to restrictions. Editorial use only, no commercial use without prior consent from rights holder.

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალი ნამდვილად შედგა. ბათუმში გამართულ გადამწყვეტ მატჩში ორი ფავორიტი შეხვდა ერთმანეთს და ორივე გუნდმა შესანიშნავად ითამაშა, უფრო იღბლიანი კი ინგლისი აღმოჩნდა და ესპანეთი 1:0 დაამარცხა.

ეს იყო მართლაც მაგარი თამაში – ორმხრივი შეტევებით, სახიფათო მომენტებით, საკმაოდ მაღალი ტემპით, ძიძგილაობით, ემოციებით გადატვირთული: ასეთი ფინალები დიდებსაც არ აწყენდათ, რომლებიც როგორც წესი ხშირად ჩაკეტილ და არასანახაობრივ თამაშს არჩევენ.

ინგლისმა ტურნირზე ყველა მატჩი მოიგო და ერთი გოლიც კი არ გაუშვია. ასეთ დროს როგორ უნდა თქვა, რომ გუნდმა არ დაიმსახურა ჩემპიონობა. თუმცა ესპანეთს რომ მოეგო, ენა მის წინააღმდეგაც არავის მოუბრუნდებოდა, მაგრამ ინგლისის გაპირველება ალბათ ფორტუნასაც სურდა. ძირითად დროს საკმაოდ ბევრი დაემატა, ასე 5-6 წუთი იყო გადაცილებული 90 წუთს, როდესაც მსაჯმა VAR-ზე ეპიზოდი ნახა და ინგლისის კარში პენალტი დადო. ესპანელთა კაპიტანსა და მთავარ თავდამსხმელს გოლგაუშვებელმა ტრეფორდმა აუღო, მერე იქვე დამატებულიც მოიგერია, კიდევ ერთი დამატება ხელსაყრელი ადგილიდან კი კარს ზემოდან გადააცილეს და უკვე ცხადი იყო, რომ ორიოდ წუთში ინგლისელთა ზეიმი დაიწყებოდა.

ინგლისი ჩემპიონი მესამედ გახდა, 1982 და 1984 წლების შემდეგ.

ევრო 2023. U21. ფინალი

ინგლისი – ესპანეთი 1:0
08.07. ბათუმი. აჭარაბეთ არენა. 18 498 მაყურებელი
გოლები: 1:0 ჯოუნსი (45+4. პალმერის პასით)
გამოუყენებელი პენალტი: რუისი (90+8. მეკარე)

ინგლისი: ტრეფორდი – გარნერი, კოლუილი, ჰერვუდ-ბელისი, აარონსი – სმით-როუ (66. მადუეკე), ჯოუნსი, გიბს-უაითი (73. არჩერი), ანხელ გომესი (73. სკიპი) – პალმერი (82. ელიოტი), გორდონი (82. დოილი)

ესპანეთი: ტენასი – ვიქტორ გომესი (74. ბარენეჩეა), პარედესი, პაჩეკო, მირანდა – ბლანკო (83. კამელიო), ბაენა (59. ოროსი) – სანსეტი (59. ვეიგა) – როდრი (59. რიკელმე), სერხიო გომესი, რუისი

არბიტრი: ე. ესკასი (ნორვეგია)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი კერტის ჯოუნსი.

ერთადერთი გოლის ეპიზოდი


მატჩი დასრულების შემდეგ ბათუმი არენაზე დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული და ვიცე-ჩემპიონი უეფას გენერალურმა მდივნის მოადგილემ ჯორჯო მარკეტიმ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, რუმინეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა რაზვან ბურეანუმ და ფინალისტი ქვეყნების ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტებმა დააჯილდოვეს.

ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირისთვის განკუთვნილი ჯილდო სამმა ფეხბურთელმა, ესპანელებმა აბელ რუისმა და სერხიო გომესმა და უკრაინის ნაკრების ფეხბურთელმა, გეორგი სუდაკოვმა. ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად ინგლისის ნაკრების შემტევი, ენტონი გორდონი დასახელდა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

21-ე საუკუნის ყველა პენტა თრიქის ავტორი ტოპ ლიგებში: აბა თუ გახსოვთ

არ უნდა გავიქცეთ დინამოდან, ჭკვიანური ნაბიჯი უნდა გადავდგათ… გელაშვილზეც დამიკავშდირდნენ… გვინდა ნიკა გაგნიძისთვისაც კარგი გუნდი ვიპოვოთ…