საქართველოს მთავრობისა და საკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით ნებისმიერი სპორტული ღონისძიება შეიზღუდა. შესაბამისად, ამ პერიოდში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარე ყველა ტურნირი შეჩერდება.
ეროვნული ლიგის 23-ე ტურის მატჩები 12-13-14 აგვისტოს ჩვეულებრივ ჩატარდება. 24- და 25-ე ტური კი შეზღუდვების მოხსნის შემდეგ გაიმართება.
აქვე გეტყვით, რომ შეზღუდვა არ ეხება საერთაშორისო მატჩებს. 2 სექტემბერს საქართველო-კოსოვოს მატჩი ბათუმის “აჭარაბეთ არენაზე” აუცილებლად ჩატარდება. დღეის მდგომარეობით, მატჩზე მაყურებლის დასწრება არ არის გათვალისწინებული.
GIPHY App Key not set. Please check settings