საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მეორე მატჩი ჩაატარა. გიორგი ჩხაიძის შეგირდები A ჯგუფში ფინეთის ნაკრებთან მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 0:3 დამარცხდნენ.
შეხვედრაში ანგარიში ლინდა სალსტრომმა მე-17 წუთზე გახსნა, “სოსიედადის” ფეხბურთელმა სანი ფრანსიმ სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა. მატჩის საბოლოო შედეგი კი, ემი ალანენმა დააფიქსირა.
საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მეტოქეები A ჯგუფში ფინეთის გარდა, სლოვაკეთი, შვედეთი და ირლანდია არიან.
საქართველოს ქალთა ნაკრები მომდევნო მატჩს 26 ოქტომბერს სლოვაკეთთან სტუმრად გამართავს.
GIPHY App Key not set. Please check settings