ხვიჩა კვარაცხელიას ეროვნულ ლიგაში გადმოსვლის შემდეგ, საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი დივიზიონის Crystalbet ეროვნული ლიგის ფასი 57.21 მილიონი ევრო გახდა.
ხვიჩას სატრანსფერო ღირებულება 16 მილიონ ევროს შეადგენს და ამ ფასის მქონე ფეხბურთელს საქართველოს ჩემპიონატში არასდროს უთამაშია.
ამ მომენტისთვის ეროვნული ლიგის 10 ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელის სია ასე გამოიყურება.
- ხვიჩა კვარაცხელია – 16 მილიონი – ბათუმის “დინამო”
2. ზურიკო დავითაშვილი – 2.5 მილიონი – ბათუმის “დინამო”
3. ირაკლი აზაროვი – 1 მილიონი – ბათუმის “დინამო”
4.ფლამარიონ ჯოვინო – 550 000 – ბათუმის “დინამო”
5 აბრაჰამ ფრიმპონგი – 500 000 – ბათუმის “დინამო”
6. ვლადიმერ მამუჩაშვილი – 500 000 – ბათუმის “დინამო”
7. ელგუჯა ლობჯანიძე – 500 000 – ბათუმის “დინამო”
8. საბა ხვადაგიანი – 500 000 – თბილისის “დინამო”
9. ლევან ხარაბაძე – 500 000 – თბილისის “დინამო”
10. ჯაბა ჯიღაური – 500 000 – ბათუმის “დინამო”
GIPHY App Key not set. Please check settings