საქართველოს სუპერთასი ამიერიდან ახალი ფორმატით გაიმართება. ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა აღმასრულებელი კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა.
„დღეს განხილვის საკითხი საქართველოს სუპერთასის გათამაშებაც იყო. ამიერიდან მისი ფორმატი შეიცვლება და ახალი სისტემით გაიმართება – სუპერთასისთვის 4 გუნდი იბრძოლებს და იქნება ნახევარფინალები და ფინალი. მინიტურნირში ევროთასების საგზურის მფლობელი სამი გუნდი და საქართველოს თასის გამარჯვებული ითამაშებს. ეს ევროთასებზე გასული გუნდებისთვის საინტერესო თამაშები იქნება და მათ ევროტურნირების მატჩებისთვის კარგად მომზადებაშიც დაეხმარება“, – განაცხადა ლევან კობიაშვილმა.
შეგახსენებთ, აქამდე სუპერთასისთვის ერთმანეთს ქვეყნის ჩემპიონი და თასის გათამაშების გამარჯვებული უპირისპირდებოდნენ.
GIPHY App Key not set. Please check settings