in

საქართველოს ნაკრებმა ამხანაგური მატჩები დაგეგმა

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ივნისში სამ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

ოლიმპიადის მოსამზადებელ ფარგლებში საქართველოს ნაკრებმა ამხანაგური შეხვედრები დაგეგმა. 23 ივნისს იტალიის, 26 ივნისს კამერუნის და 28 ივნისს ეგვიპტის ეროვნულ ნაკრებს დავუპირისპირდებით.

ჟიკიჩის ხელმძღანელობით ჩვენი ნაკრები 1 ივნისს შეიკრიბა პარიზის ოლიმპიადისთვის მზადება დაიწყო. 2-დან 7 ივლისის ჩათვლით ლატვიის დედაქალაქ რიგაში ოლიმპიადის საკალათბურთო ტურნირის 4 ვაკანტური საგზურიდან ერთი გათამაშდება, რომელშიც 6 ქვეყნის ნაკრები მიიღებს მონაწილეობას – ლატვია, საქართველო, ფილიპინები (სამივე A ჯგუფი), ბრაზილია, მონტენეგრო და კამერუნი (B ჯგუფი). ლატვიის გარდა ანალოგიური, 6-გუნდიანი საკვალიფიკაციო ტურნირები გაიმართება პუერტო რიკოში, ესპანეთსა და საბერძნეთში, სადაც ასევე ოლიმპიადის თითო საგზური გათამაშდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მიქაუტაძით კიდევ ერთი ფრანგული კლუბი დაინტერესდა

საქართველოს და სომხეთს მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა სურთ