in ,

საქართველოს ნაკრებმა ავსტრიაც დაამარცხა

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ- რაუნდში მეორე მატჩი გამართა. ავთანდილ ასათიანის გუნდმა ავსტრიის ნაკრები ვენაში 6:2 დაამარცხა.

ჩვენი გუნდის შემადგენლობაში ფერნანდომ ჰეთ-თრიქი შეასრულა, თითო გოლი თოდუას და ვილიანის ანგარიშზეა, ხოლო მატჩის საბოლოო ანგარიში სებისკვერაძემ დააფიქსირა.

ორი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ-რაუნდის მეორე ჯგუფს 6 ქულით ლიდერობს. მომდევნო მატჩს ავთანდილ ასათიანის გუნდი 9 ნოემბერს, ავსტრიის წინააღმდეგ საკუთარ მოედანზე გამართავს.
nakrebi.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბარსა ჯგუფში ჩარჩენისთვის გაიწირა, ბაიერნმა პლზენთან გაილაღა

ბუდუ ზივზივაძე: ბოდიში გულშემატკივარს