in ,

საქართველოს ნაკრები 4 საფეხურით დაწინაურდა!

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა, ერთა ლიგის C დივიზიონის ჯგუფური ეტაპი დიდებულად დაასრულა. “ჯვაროსნებმა” ჯგუფური ეტაპის 6 მატჩიდან 5 გამარჯვებით დაასრულეს, ერთადერთი ფრე კი ბულგარეთთან ითამაშეს (0:0).

ვილი სანიოლის გაწვრთნილმა გუნდმა 6 მატჩში 16 გოლი გაიტანა, საკუთარ კარში კი მხოლოდ 3 გოლი მიიღეს.

ერთა ლიგის C დივიზიონის წარმატებით დასრულებით, საქართველოს ნაკრებმა სარეიტინგო ქულები მოიპოვა და FIFA-ს მსოფლიო რეიტინგში დაწინაურდა. კერძოდ, 82-ე ადგილიდან 78-ე ადგილზე გადავინაცვლეთ და რეიტინგში +10.88 სარეიტინგო ქულა ჩავიწერეთ. ახლა ჩვენს ანგარიშზე 1,307.34 სარეიტინგო ქულაა.

“ჯვაროსნებმა” მსოფლიო რეიტინგში ჩინეთს, ჰონდურასს, გაბონსა და ბოლივიას გადაუსწრეს.

საქართველოს ნაკრებმა C დივიზიონში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა და 1/2-ფინალის მასპინძლობის უფლებაც მოიპოვა. ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდის მომავალი მეტოქე ჯერჯერობით უცნობია. ჩვენი პოტენციური მოწინააღმდეგეები თურქეთი, საბრძენეთი და ყაზახეთი არიან. საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის 1/2-ფინალურ შეხვედრას 2024 წლის მარტში გამართავს.

What do you think?

Written by admin

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გარი ნევილი: არნოლდს ყველა უნარი აქვს, რომ ყველა დროის საუკეთესო გახდეს!

ჩავიმ მესის შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა