მოსკოვის „დინამოსა“ და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ლუკა გაგნიძემ განაცხადა, რომ მის ეროვნულ გუნდს საერთაშორისო ასპარეზზე სერიოზული შედეგების მიღწევა შეუძლია.
„ბევრი ფეხბურთელი გვყავს, რომლებიც ევროპის ტოპ ჩემპიონატებში თამაშობენ. საქართველოში მართლაც ბევრი ნიჭიერი ბიჭია, რომლებთაც თამაშისა და განვითარების შანსს აძლევენ. ჩემი აზრით, ახლა ქართული ფეხბურთი უფრო გახსნილია ახალგაზრდებისთვის. ჩვენი ნაკრები მზად არის მთელ მსოფლიოს გააცნოს თავი“, – დაწერა გაგნიძის სიტყვები РБ Спорт-მა.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის შესარჩევში 3 მატჩში 4 ქულა აიღო და ჯგუფში მე-3 ადგილზეა. ჯვაროსნები ასევე გასული არიან ერთა ლიგის ნახევარფინალში, სადაც ყაზახეთს შეხვდებიან.
GIPHY App Key not set. Please check settings