in

საქართველოს მეტოქეები ევრობასკეტზე გაირკვა: მივდივართ ლიმასოლში – ესპანეთი ჩვენი ბედია

ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის წილისყრა გაიმართა: კონტინენტის მთავარი სანაკრებო ტურნირის მონაწილე 24 ნაკრები 4 ჯგუფში განაწილდა. გაირკვა რომელ ქვეყანაში მოხვდა საქართველოს ნაკრები და რომელი 5 ქვეყანაა ჩვენი მეტოქე.

C ჯგუფი – ლიმასოლი

კვიპროსი
იტალია
საქართველო
ესპანეთი
საბერძნეთი
ბოსნია და ჰერცოგოვინა

უკვე მეოთხე (აქამდე 2015, 2017, 2022 წლებში) ევრობასკეტია, ტურნირი 4 ქყვეყანაში ტარდება: თითო ჯგუფი თითო ქვეყანაში და მომდევნო ეტაპზე გასული 16 გუნდი იკრიბება ოთხიდან რომელიმე ქვეყანაში და პლეი-ოფის სისტემით გრძელდება პრიზიორების გამოვლენა. ასეა ახლაც: ევრობასკეტ 2025-ის პირველი ეტაპის ჯგუფები ლატვიაში, პოლონეთში, ფინეთსა და კვიპროსში გაიმართება. თითოეული ჯგუფიდან 4-4 საუკეთესო პლეი-ოფში გავა და ეს 16 ნაკრები ლატვიის დედაქალაქ რიგაში მერვედფინალიდან გააგრძელებენ ბრძოლას.

ჯგუფი ძალიან ძლიერია, ბოლო-ბოლო ისევ ჩვენთანაა ევროპის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი, რომელიც არსად არ გვეშვება, არც კალათბურთში და არც ფეხბურთში, თუმცა საქართველო ზედიზედ მეექვსედ არის ევრობასკეტზე, რაც უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს და თუკი ჩვენს შემადგენლობასაც გადავხედავთ, მიზანი არა მხოლოდ ჯგუფიდან გასვლა, არამედ პლეი-ოფში ხმამაღალი სიტყვის თქმაც უნდა იყოს.

ევროპის ჩემპიონატი 27 აგვისტოს დაიწყება, ხოლო ფინალი 14 სექტემბერს, ლატვიის დედაქალაქ რიგაში გაიმართება.

ყველა ჯგუფი და წილისყრის სრული შედეგები

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჯერ ანრი და მერე რონალდო: პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელები

საქართველოს ნაკრების კალენდარი ევრობასკეტზე: ესპანეთით ვიწყებთ, ბოლო ალბათ გადამწყვეტი იქნება