in

საქართველოს კიდევ ერთი წაგება ჩაუთვალეს: პორტუგალიასთან 2:1 გახდა 0:5

საქართველოს ფუტსალის ნაკრებს ბედმა უმუხთლა. რაღაც ვერ აეწყო ჩვენს გუნდში. საქართველომ 20 დეკემბერს მსოფლიოს ჩემპიონატის ელიტ რაუნდის ბოლო ტურში თბილისში მსოფლიოსა და ევროპის მოქმედ ჩემპიონ პორტუგალიას მოუგო (2:1), მაგრამ რად გინდა – უეფამ შედეგი გააუქმა და ტექნიკური წაგება მოგვისაჯა (0:5).

შეგახსენებთ, მანამდე საქართველოს ნაკრები ლეგიონერების ლიმიტის დარღვევისთვის უკვე დაისაჯა და ფინეთთან ორ მატჩში და პორტუგალიასთან გასვლით შეხვედრაში 0:5 ტექნიკური მარცხი ჩაეთვალა.

უფრო კონკრეტულად უეფა საქართველოს ჩიმბას გამო მოედავა, რომელმაც პორტუგალისთან ერთ-ერთი გოლი გაიტანა.

ამდენი ტექნიკური წაგების შემდეგ საქართველოს ნაკრებს 3 ქულა დარჩა და ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა.

შესაბამისად, ჩვენი გუნდი უეფას რეიტინგშიც დაეცა, მე-9 ადგილიდან მე-17-მდე ჩაიწია.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ყაზაიშვილი ჩინური შანდუნის წევრია

ქართული ოლ სტარის ყველა მონაწილე ცნობილია: თამაში 28-შია