საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მეტოქე ¼ ფინალში ცნობილია: უფრო ჩეხეთი რომ გვეგონა, საბოლოოდ ისრაელი გამოვიდა. ყველა მეტოქე რომ დასაფასებელია, ამას თქმა არ უნდა, მაგრამ ჯგუფში ისეთი გუნდები გვყავდა, ახლა ეს ვარიანტი მშვენივრად მოსჩანს. თუმცა, ისიცაა ისრაელს დასაკარგი არაფერი აქვს, ფავორიტადაც აღარ ჩათვლიან და შესაძლოა უფრო თავისუფლად და წნეხის გარეშე ითამაშოს.
C ჯგუფში ისრაელის ნაკრები ბოლო ტურის წინ (1 ქულით) გერმანიასთან ერთად ბოლო ადგილზე იყო, მაგრამ გადამწყვეტ შეხვედრაში ჩეხეთი ომრი განდელმანის მიერ 82-ე წუთზე გატანილი გოლით 1:0 დაამარცხა და 4 ქულით ჯგუფში მე-2 ადგილი დაიკავა.
აღვნიშნოთ ისიც, რომ საქართველოს კიდევ ერთი უპირატესობა აქვს – ჩვენებმა ერთი დღით ადრე ითამაშეს და შესაბამისად მეტი დასვენება უწევთ. ასეთ დამღლელ და გადატვირთულ დროს ეს არ უნდა იყოს ცუდი.
საქართველო-ისრაელის მეოთხედფინალი შაბათს, 1 ივლისს „დინამო არენაზე“ 20:00 საათზე დაიწყება.
GIPHY App Key not set. Please check settings