in ,

საქართველოს თამაშს ახსნას ვერ ვუძებნი, მაგრამ მარტო მწვრთნელი არ არის დამნაშავე: მიხეილ აშვეთია

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ოქტომბრის სანაკრებო მატჩებისთვის ემზადება. ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი 9 ოქტომბერს, ბათუმში, საბერძნეთს, 12 ოქტომბერს კი, პრიშტინაში კოსოვოს ნაკრებს დაუპირისპირდება.

ჩვენმა ნაკრებმა არასრული შემადგენლობით შეკრება “ზესტაფონის” თბილისის ზღვის ბაზაზე დაიწყო.

ვიდეო: ნაკრებმა მზადება დაიწყო, არასრულად

საქართველოს ნარების მოახლოებული თამაშების შესახებ სასაუბროდ, Sport4me.ge ვეტერან ქართველ ფეხბურთელს მიხეილ აშვეთიას დაუკავშირდა.

“სექტემბერში საქართველოს ნაკრების თამაშებს, უბრალოდ ახსნას ვერ ვუძებნი. ძალიან რთულია თქვა კონკრეტულად რა მოხდა. ალბათ, ისიც გასათვალისწინებელია, რომ სექტემბერში ჩვენს ნაკრებს ხვიჩა კვარაცხელია ვერ ეხმარებოდა და ასეთი ფეხბურთელის გამოკლება ჩვენი დონის ნაკრებისთვის დიდი დარტყმაა. თუმცა, ეს მატჩი მალე უნდა დავივიწყოთ. სანიოლს ჯერ არ ჰქონდა შესაძლებლობა ოპტიმალური შემადგენლობა შეეკრიბა. მართალია, ამ მატჩებში კიტეიშვილი არ გვეყოლება, მაგრამ მეტ-ნაკლებად ოპტიმალური შემადგენლობაა და ამ მატჩებში ყველაზე კარგად გამოჩნდება სანიოლის სათამაშო ფილოსოფია და ხედვები.

როდესაც გუნდი თამაშს აგებს, ყველაფერი მწვრთნელს ბრალდება, მაგრამ მხოლოდ მწვრთნელი არ არის დამნაშავე. პრობლემები გაცილებით კომპლექსურია. საქართველოში ძალიან ცოტა კლუბია ისეთი, რომელსაც გრძელვადიანი გეგმა აქვს. გახდებიან ჩემპიონები და შემდეგ კრიზისი ეწყებათ და საბოლოოდ იშლებიან. გუნდის შენება ბავშვთა აკადემიებიდან უნდა დაიწყოს და ის ეტაპობრივად უნდა განვითარდეს. ტირასპოლის “შერიფში” 2002 წელს დაიწყო ეს პროექტი და აგერ კი ხედავთ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზეა და “რეალსაც” მოუგო. ქართველებს ყველაფერი უცებ გვინდა და ასე არ ხდება.

ფედერაციასაც ვერ დავაბრალებთ. მოედნების და საფეხბურთო ცენტრების გახსნა ძალიან მნიშვნელოვანია და მასობრივი ფეხბურთისთვის ფედერაცია ბევრს აკეთებს, მაგრამ სახელმწიფოს მხრიდან მეტი მხარდაჭერაა საჭირო. ის ფინანსები, რაც დღეს ქართულ ფეხბურთშია, მინიმალურია და წარმატებისთვის მეტია საჭირო.

რაც შეეხება სანიოლს, მიმაჩნია, რომ მისთვის მთავარი მომავალი ერთა ლიგა იქნება”, – თქვა მიხელ აშვეთიამ.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საფრანგეთი და ფიჯი გადაწყდა: ბორჯღალოსნების ნოემბრის ტესტები

ზურაბ იაკობიშვილმა მსოფლიოზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა