უკრაინაში საომარი მოქმედების გამო, ყველა სპორტული ღონისძიება შეჩერებულია. მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ უკრაინის საფეხბურთო ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფის მატჩი შოტლანდიის ნაკრების წინააღმდეგაც გადაუდო.
ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩების ჩატარებას უკრაინის ნაკრებს ახალ სპორტის სასახლეში სთავაზობს, რომლის დასრულებაც 15 მაისისთვის არის დაგეგმილი.
დარბაზი, რომელიც უნივერსიტეტის ქუჩაზე სპეციალურად 2022 წლის ევრობასკეტისთვის შენდება, “საბა ქონსთრაქშენის” განცხადებით დარბაზი მაისში სრულად მზად იქნება. დარბაზის გახსნა კი, 4 ივლისსა დაგეგმილი, როდესაც საქართველო ესპანეთს შეხვდება.
მსოფლიო ჩემპიონატის პირველ შესარცევ ეტაპზე საქართველოსა და უკრაინის ნაკრებები ერთ ჯგუფში არიან. ჩვენი გუნდს 3 მოგება და 1 მარცხი აქვს და მომდევნო ეტაპზე გასვლა გარანტირებული აქვთ.უკრაინელებს კი, 1 მოგება და 2 მარცხი აქვთ.
GIPHY App Key not set. Please check settings