in

საქართველომ რუმინეთს გადაუარა და პარიზში ფინალში მიდის

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 2024 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია. ბორჯღალოსნებმა ნახევარფინალში პრინციპული მეტოქე რუმინეთი დაამარცხეს – 43:5. blutuszos mennyezeti lámpa שולחנות מתקפלים onlysxm.com bogner overal maison-metal.com שולחנות מתקפלים jorgensenfarmsinc.com greensandseeds.com lucianosousa.net jorgensenfarmsinc.com greensandseeds.com onlysxm.com greensandseeds.com mindfulmusclellc.com onlysxm.com

მატჩი საქართველოს ნაკრების კოლოსალური უპირატესობით წარიმართა და რომ არა ძალიამ ბევრი უზუსტობები მეტოქის წითელ ზონასთან, გაცილებით დიდი სხვაობაც დაფიქსირდებოდა. პირველ ნახევარში ორი ლელო დაიდო, ორივე აკაკი ტაბუცაძის ანგარიშზეა და დაახლოებით იდენტური კომბინაციებით. რამდენიმე ფაზიანი მიძალების შემდეგ, პირველ მიმღებად მერაბ შარიქაძე მივიდა, რომელმაც კვესელაძის ცრუშესვლის შემდეგ მატკავას გაატანა და მატკავამაც ფრთაზე მარტო დარჩენილ აკა ტაბუცაძეს უპასა, რომელმაც თავისი 32-ე და 33-ე სანაკრებო ლელოები მიითვალა. მატკავას ორი გარდასახვა და საჯარიმო დარტყმა გაუფუჭდა -10:0

პირველ ნახევარში პრიბლემა იყო სათამაშო დისციპლინა (2 ჯარიმა შერკინებაში) და წინ ვარდნები.

მეორე ნახევარიც იგივე სცენარით წარიმართა. ბორჯღალოსნების კოლოსალური უპირატესობა და მატჩი მთლიანად რუმინელთა მოედნის ნახევარზე მიმდინარეობდა და ამ უპირატესობამ თანდათან ჰპოვა ანგარიშში ასახვა. ჯერ მირიან მოდებაძემ შეძლო მეტოქის დალელოვება ხაზზე შექმნილი უპირატესობის შემდეგ. მალევე, კარგად შოკრილი მოლი ლელოთი ბექა გორგაძემ დააგვირგვინა. ნინიაშვილმა ორიდან ერთი გარდასახა.

ბოლო წუთებში, რუმინეთი საერთოდ მოიშალა, რიჩარდ კოკერილის შეგირდებმა კი, ფიზიკურ დაპირისპირებაში დიდი უპირატესობა მოიპოვეს. ლუკა ივანიშვილმა 65-ე წუთზე ბორჯღალოსნების უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა. ნინიაშვილმა ამჯერად ზუსტად გარდასახა.

რუმინელებმა პრესტიჟის ლელოს გატანა 71-ე წუთზე მოახერხეს. თავი ფონვაიმ გამოიჩინა.

ბოლო სიტყვა ამ მატჩი მაინც საქართველოს ნაკრებმა თქვა. დავით ნინიაშვილის ხაზის გაჭრის შემდეგ, მეტოქე აკაკი ტაბუცაძემ დაალელოვა. ამჯერად, თედო აბჟანდაძემ გარდასახა ზუსტად. მატჩის ბოლო წამეზე, ისევ დავით ნინიაშვილის უმაღლესი კლასი, გაჭრილი ხაზი და ამჯერან “ნინიმ” დემე თაფლაძეს დაადებინა ლელო. თედოს გარდასახვა ისევ ზუსტია.

ნინიაშვილი გახდა კიდეც მატჩის საუკეთესო მოთამაშე.

საბოლოოდ, 43:5 და საქართველოს ნაკრები 17 მარტს პარიზში 2024 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალს ითამაშებს. გარდა ფინალის საგზურისა, ბორჯღალოსნებმა მე-18 მოიპოვეს რუმინეთთან საზიარო ანთიმოზ ივერიელის თასი.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჯორჯინა რონალდოს მაისურისგან შეკერილი კაბით პოდიუმზე გავიდა – ფოტო

შერმადინი საუკეთესო ცენტრია: ასე თქვეს მწვრთნელებმა