საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ისტორიული გაამარჯვება მოიპოვა. ზაგრებსა (ხორვატია) და პოდგორიცაში (მონტენეგრო) მიმდინარე მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრებმა ჯგუფის ბოლო შეხვედრაში თვით ოლიმპიური ჩემპიონი სერბეთი დაამარცხა. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ 11:11 დასრულდა, პენალტების სერიაში კი საქართველოს ნაკრებმა 12:11 გაიმარჯვა.
ქართველმა წყალბურთელებმა პირველი მეოთხედი 4:2 მოიგეს.
მეორე და მესამე პერიოდები სერბების იყო, ორივე – 3:2. შესაბამისად, გადამწყვეტ მეოთხედის წინ ფრე იყო – 8:8.
მეოთხედის ბოლოს სერბეთი ორი ბურთით დაწინაურდა, მაგრამ ჩვენებმა მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება.
გამარჯვებულის გამოსავლენად დაინიშნა პენალტების სერია, რომელიც ქართველი წყალბურთელების გამარჯვებით 12:11 დასრულდა.
სერბეთთან ისტორიული გამარჯვების შემდეგ, მატჩის საუკეთესო მოთამაშე საქართველოს ნაკრების წევრი ნიკა შუშიაშვილი დასახელდა.
საქართველოს ნაკრებმა ტურნირი 2 მოგებითა (ავსტრალია, სერბეთი) და 3 მარცხით (მონტენეგრო, ესპანეთი, საბერძნეთი) დაასრულ
ა და B ჯგუფში მე-5 ადგილი დაიკავა, შემდეგ ეტაპზე ვერ გავიდა, თუმცა პირველ დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა.
GIPHY App Key not set. Please check settings