in

საქართველომ ნიდერლანდებს მოუგო და მსოფლიო თასის საგზური მოიპოვა

2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში ბორჯღალოსნებმა ნიდერლანდები ბონუს ქულით დაამარცხეს – 40:7.

ამ მოგებით „ბორჯღალოსნებმა“ მსოფლიო თასზე (2027 წელს) თამაშის უფლება ზედიზედ მეშვიდედ მოიპოვეს.

ჩვენი გუნდის აქტივში 7 ლელო და 6 გარდასახვაა. ამასთან, კიდევ ორი ლელო არ ჩაგვითვალეს. სტუმრებმა კი ლელო მთლად ბოლო წამზე გაიტანეს და იქვე გარდასახეს.

შეგახსენებთ, პირველ ტურში „ბორჯღალოსნებმა“ შვეიცარიას 110:0 მოუგო. შემდეგი თამაში კი მადრიდში გვაქვს: 16 თებერვალს, ესტადიო ნასიონალ კომპლუტენსეზე, ესპანეთთან.

ტურნირის ნახევარფინალები 1-2 მარტს გაიმართება, ფინალები კი 15-16 მარტს.

საქართველო – ნიდერლანდები 40:7

ლელო: კახოიძე, ლობჟანიძე, ტაბუცაძე, მამაიაშვილი, საღინაძე, ჯავახია – დე იონგი.
გარდასახვა: მატკავა (2), ნინიაშვილი (3) – მეიერი.

საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13.
გიორგი კვესელაძე (გრენობლი), 12. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), 11. სანდრო თოდუა (შავი ლომი), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა);

შერკინება: 1. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), 2. ვანო კარკაძე (მონპელიე), 3. ირაკლი აფციაური (ლიონი), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. ლადო ჩაჩანიძე (შავი ლომი), 6. ბექა გორგაძე (პო), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, კაპ.), 8. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი).

მარქაფა: 16. ირაკლი ქვათაძე (შავი ლომი), 17. ლუკა გოგინავა (მონ დე მარსანი), 18. ლუკა ჯაფარიძე (მონპელიე), 19. გიორგი ჯავახია (გრენობლი), 20. გიორგი ცუცქირიძე (შავი ლომი); 21. გელა აფრასიძე (პერპინიანი), 22. გიორგი ხაინდრავა (ბორდო), 23. დაჩი პაპუნაშვილი (ორიაკი).

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კიტე მთავარ მატჩში კაპიტანი იყო, ლოჩოშვილი საუკეთესო

ვიდეო: მოგება სენსაციურ ფინალში – შერმადინის ტენერიფემ მურსიაში ბოლო წამზე გაიმარჯვა