in

საქართველომ ევროპას ჯამური რეკორდი დაამყარებინა, სავსე ტრიბუნები კი სავსე მაინც არ ყოფილა

საქართველომ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს ღირსეულად უმასპინძლა. განსაკუთრებით სასიხარულოა სპორტული მხარე – ჩვენ დავამყარეთ დასწრების რეკორდები.

გავმეორდეთ, რომ რეკორდი 1996 წელს ბარსელონაში, ესპანეთისა და იტალიის ფინალურ შეხვედრას ეკუთვნოდა – დაახლოებით 35 ათასზე მეტი მაყურებელი.

საქართველომ ეს მაჩვენებელი სამჯერ გააუმჯობესა: ბელგიასთან (41 886), ნიდერლანდებთან (43 043) და ისრაელთან (44 338).

ამასთან, ტურნირის ისტორიაში გულშემატკივართა ყველაზე დიდი ჯამური დასწრება სწორედ წლევანდელ ევრო 2023-ზე მოდის, ამაში კი რა გასაკვირია, რომ ლომის წვლილი სწორედ საქართველოს მიუძღვის.

სულ ტურნირი ტრიბუნებიდან 318 ათასზე გულშემატკივარმა იხილა. საერთო რაოდენობის 71,22% (227,111 მაყურებელი) საქართველოს სტადიონებზე გამართულ მატჩებზე მივიდა, რუმინეთში კი – მხოლოდ 28,78%.

ბათუმში გამართულ ფინალს, ინგლისსა და ესპანეთს შორის, 18 498 მაყურებელი დაესწრო.

თუმცა, ვთქვათ ისიც, რაც უკვე არაერთხელ გვითქვამს. მართალია აცხადებდნენ, რომ საქართველოს ნაკრების მატჩებზე ყველა ბილეთი გაყიდული იყო, ისრაელთან თამაშზე კი ონლაინ ბილეთის ყიდვა უმალ შეუძლებელი გახდა, მაგრამ ყველა „სარეკორდო მატჩზე“ ტრიბუნები სავსე მაინც არ ყოფილა, თანაც საგრძნობლად, დაახლოებით 10 ათასს გულშემატკივარს კიდევ შეეძლო დასწრება.
სად მიდის ათასობით ბილეთი? გადამყიდველების არაკეთილსინდისიერებაზე ძალიან ბევრჯერ დაწერილა…

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დარწმუნებული ვარ, ნანობენ… აჩი არველაძე ხვიჩას უარზე

ბოროტების ურდო ქუთაისს ემუქრება: ტორპედოს გასვლა უნდა