საქართველოს 18 წლამდელ მორაგბეთა ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია. კალინინგრადში მიმდინარე ტურნირის ნახევარფინალში “უმცროსმა ბორჯღალოსნებმა” ბელგია უპრებლომოდ 37:3 დაამარცხეს.
მატჩი, რასაკვირველია, ზურა ამონაშვილის გუნდის სრული უპირატესობით წარიმართა. მართალია, მატჩი მარტივად მოვიგეთ, მაგრამ საქართველოს ნაკრების თამაშში რამდენიმე ხარვეზი უნდა გამოვყოთ. 70 წუთში ორი სინბინი და შერკინებაში არასწორი მიწოლისთვის მიღებული ორი ჯარიმა კარგი ნამდვილად არ არის და ამას სხვა გაცილებით სერიოზული გუნდი არ გვაპატიებს ასევე, საკმაოდ ცუდი იყო რაქში მიყოლა. ბელგიელებმა ჩვენს რაქში სამი თერნოვერი გაგვიკეთეს. სამაგიეროდ კარგი იყო დერეფანი. ციხისთავი ჰაერში ყველაფრის ბატონ-პატრონი იყო. ბრწყინვალე იყო ჩვენი შერკინების ფლანკერი გიგა ქურხული, რომელმაც დღეს ორი ლელო მიითვალა.
საბოლოოდ, 37:3 და საქართველო ფინალში პორტუგალიას გაეჯიბრება.
GIPHY App Key not set. Please check settings