in

საფრანგეთს დაუმუშავებელი ბრილიანტი შეემატება: ჩაკვეტაძის მეცი მწვრთნელმა ორი დღით შეაფერხა

გიორგი ჩაკვეტაძეზე გავრცელებული ინფორმაცია, რომ ის ფრანგულ „მეცში“ გადადის, მხოლოდ დადებითად უნდა შეფასდეს. ტოპ 5 ლიგაში თამაში ქართველი ფეხბურთელისთვის დიდი გამოწვევაც არის და შანსიც. ფრანგები უკვე გამოეხმაურნენ ჩაკვეტაძის გადასვლას და მასზე აღმატებით ისაუბრეს.

გამოცემა Sportbusinessmag პირდაპირ დაწერა: „ნადირობა დაუმუშავებელ ბრილიანტზე“.
„ფრანგული კლუბი ემზადება ქართველი ნახევარმცველის შესაძენად, რაც სატრანსფერო ბაზარზე სერიოზული მოვლენა გახდება. ეს იქნება თამამი ნაბიჯი, რომელმაც შესაძლოა შეარყიოს საფრანგეთის ჩემპიონატი.
ეს ტრანსფერი „მეცის“ ნახევარდაცვას ახალ შესაძლებლობებს შემატებს, ხოლო თავად ჩაკვეტაძეს გუნდი ფორმას აღდგენისა და პოტენციალის რეალიზების შანსს მისცემს“.

ჩაკვეტაძე მეცში გადადის

მაგრამ… ჟურნალისტმა საშა ტავოლიერიმ, რომელმაც ტვიტერით გაავრცელა ინფორმაცია, ჩაკვეტაძის „მეცში“ გადასვლაზე, ინფორმაცია განაახლა და ასეთი რამ დაწერა:
„მეცმა“ მიაღწია შეთანხმებას „გენტთან“ ჩაკვეტაძის ერთწლიანი იჯარისა და შემდგომი გამოსყიდვის თაობაზე. კონტრაქტი უნდა გაფორმებულიყო ორშაბათს, თუმცა „მეცმა“, კონკრეტულად კი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა (ლასლო ბოლონი) ტრანსფერის ორი დღით გადადება მოითხოვა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ ჩაკვეტაძე სხვა გუნდში აღმოჩნდეს“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ნაპოლიმ ახალი მაისურები წარადგინა: მისი ყიდვა უკვე შეიძლება – ახალი ერა იწყება

ნაპოლი კვარას შემცვლელს ეძებს: ოსიმენი რჩება და უფრო ადრე გასაგდები დირექტორი – ნაპოლის ამბები