in

საფრანგეთი ევროპაში ისეთივეა, როგორიც მსოფლიოზე: ბებერი ზლატანის რეკორდი

ევროპაში გრძელდება ევრო 2024-ის შესარჩევი მატჩები. გაიმართა მეორე დღის შეხვედრები, მათ შორის კვლავ ვიხილეთ გამორჩეული წყვილი, თუმცა ვერ ვიხილეთ მათ შორის დიდი ბრძოლა – გაკაპიტნებული მბაპეს საფრანგეთმა ულაპარაკოდ დაანარცხა ძირს კუმან დაბრუნებული ნიდერლანდები. ვნახეთ ასევე ბელგიელთა შთამბეჭდავი გამარჯვება, რომელსაც ასევე ახალი მწვრთნელი ჰყავს – დომენიკო ტედესკო.

ევროპა დაიწყო: კრიშტიანომ მსოფლიო რეკორდი დაამყარა – ჩემპიონმა წააგო

ბულგარეთი – მონტენეგრო 0:1
გოლი: 0:1 კრსტოვიჩი (70)

მონტენეგრომ ისტორიაში მხოლოდ მესამე მატჩი მოიგო სტუმრად ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე.

სერბეთი – ლიეტუვა 2:0
გოლები: 1:0 ტადიჩი (16), 2:0 ვლაჰოვიჩი (53)

შვედეთი – ბელგია 0:3
გოლები: 0:1 ლუკაკუ (35), 0:2 ლუკაკუ (49), 0:3 ლუკაკუ (82)

ბელგია: კურტუა, კასტანი, ვერტონგენი, ფასი, ტეატე (86. სალემაკერსი), დე ბრუინი, კარასკო (90. ოპენდა), ონანა, ტროსარდი (61. მანგაკა), ლუკებაკიო (61. ბაკაიოკო), ლუკაკუ (85. ბორნაუვი).

41 წლისა და 172 დღის ზლატან იბრაჰიმოვიჩი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი გახდა. აქამდე ეს რეკორდი ლეგენდარულ იტალიელ მეკარეს დინო ძოფს ეკუთვნოდა, რომელმაც 1983 წელს, შვედეთის წინააღმდეგ 41 წლისა და 3 თვის ასაკში ითამაშა.
ზლატანის ანგარიშზე 122 მატჩია შვედეთის ნაკრებში.

ლუკაკუს ბელგიის ნაკრებში 71 გოლი დაუგროვდა. ევროპული ნაკრებების ისტორიაში ამდენი ან მეტი გოლი მხოლოდ 5 ფეხბურთელს გაუტანია: გერმანელ მიროსლავ კლოზეს (71 გოლი), უნგრელ შანდორ კოშიჩს (75), პოლონელ რობერტ ლევანდოვსკის (78), უნგრელ ფერენც პუშკაშს (84) და პორტუგალიელ კრიშტიანო რონალდოს (120).

ავსტრია – აზერბაიჯანი 4:1
გოლები: 1:0 ზაბიტცერი (27), 2:0 გრეგორიტში (29), 3:0 ზაბიტცერი (50), 3:1 მაჰმუდოვი (64), 4:1 ბაუმგარტნერი (69)

ჩეხეთი – პოლონეთი 3:1
გოლები: 1:0 კრეიჩი (1), 2:0 ჩვანჩარა (3), 3:0 კუხტა (64), 3:1 შიმანსკი (87)

მოლდოვა – ფარერები 1:1
გოლები: 0:1 მიკელსენი (27), 1:1 ნიკოლაესკუ (87-პენ)

საფრანგეთი – ნიდერლანდები 4:0
გოლები: 1:0 გრიზმანი (2), 2:0 უპამეკანო (8), 3:0 მბაპე (21), 4:0 მბაპე (88)

საფრანგეთი: მენიანი, კუნდე, უპამეკანო, კონატე, ტ. ერნანდესი, რაბიო (89. ტურამი), ჩუამენი (76. კამავინგა), კომანი (67. დიაბი), გრიზმანი (77. ფოფანა), მბაპე, კოლო-მუანი (77. ჟირუ).

ნიდერლანდები: სილესენი, ტიმბერი, ვან დეიკი, გერტრუიდა (87. მალასია), აკე, ვეინალდუმი, დე როონი (67. ბლინდი), ტაილორი (33. ვეგჰორსტი), სიმონსი (68. კლაასენი), ბერგჰუისი (68. მალენი), დეპაი.

95-ე წუთზე დეპაიმ პენალტი ვერ გამოიყენა (მეკარე)

კილიან მბაპემ საფრანგეთის ნაკრებში 38 გოლი დააგროვა. მან გაუსწრო ქარიმ ბენზემას და საერთო სიაში მე-5 ადგილზე გადავიდა. საუკეთესო ბომბარდირს ოლივიე ჟირუს 53 გოლი აქვს.

ნიდერლანდები 1919 წელის შემდეგ პირველად იყო 21-ე წუთისთვის 0:3 ჩამორჩენილი.

მბაპე: „საფრანგეთს სურდა ისე ეთამაშა, როგორც მსოფლიო ჩემპიონატზე ფინალამდე. პირველი ნაბიჯი გამოვიდა“.

გიბრალტარი – საბერძნეთი 0:3
გოლები: 0:1 მასურასი (11), 0:2 სიოპისი (45), 0:3 ბაკასეტასი (58)

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფეხბურთელებმა იციან, რას ვფიქრობ… დღეს წლის პირველი თამაშია

ბაიერნში ვარსკვლავი ერთია – ბაიერნი: რატომ გაუშვეს ნაგელსმანი და რა უწევს ტუხელს