ესტონეთის დედაქალაქ ტალინში მიმდინარე ფიგურული ციგურაობის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით მოასპარეზე ლუკა ბერულავას და კარინა საფინას წყვილმა მეოთხე ადგილი დაიკავა.
მოკლე პროგრამის შემდეგ საფინა-ბერულავა 61.93 ქულით მეექვსე ადგილს იკავებდნენ. დღეს, ისინი თავისუფალი პროგრამით წარდგნენ და მათი დღევანდელი გამოსვლა მსაჯებმა 122.12 ქულით შეაფასეს.
საბოლოო ჯამში კი, მათ 184.05 მოუგროვდათ და მეოთხე ადგილს დასჯერდნენ. ქართული წყვილი მხოლოდ რუსებს ჩამორჩნენ.
GIPHY App Key not set. Please check settings