გამოცემა “FOURFOURTWO” რეიტინგების შედგენითა და სანდოობით გამორჩეულია. ჰოდა, მუნდიალის დაწყებამდე მათ ყველა დროის საუკეთესო მოთამაშეთა 100-ეული შეადგინეს. სიის სათავეში მესია, ზიდანი მე-5, რონალდო ნაზარიო მე-10, ჯორჯ ბესტიც ტოპ 10-ში გვევლინება, მაგრამ ლუკა მოდრიჩი 79-ე საფეხურზეა, ფლორიან ალბერტსა და ჟუსტ ფონტენს შორის.
საფეხბურთო პარადოქსი? – შესაძლოა. ხომ გახსოვთ, თავის დროზე, ლუკა ლა ლიგის ყველაზე უარეს ტრანსფერებში რომ მოხვდა? ამის შემდეგ იყო 5 ჩემპიონთა ლიგის თასი, მუნდიალის ფინალი, ოქროს ბურთი და ახლა კვლავ მუნდიალის 1/2 ფინალი და თან, ლუკას ზღაპრული პერფორმანსით ბრაზილიის წინააღმდეგ და მაინც, 79-ე ადგილი?
ფლორიან ალბერტსმა ოქროს ბურთი მოიგო და პუშკაშის მეოხებით ბევრმა არც იცის, რომ უნგრეთს კიდევ ერთი ოქროს ბურთის მფლობელი ჰყოლია. ჟუსტ ფონტენს ერთ მუნდიალზე 13 ბურთი აქვს შეგდებული, მაგრამ 79-ე ადგილი?
“უბერებელი, შეუპოვარი და ბოლომდე მებრძოლი, რომლის წარმატებაც ინგლისიდან მადრიდში გადაბარგების შემდეგ კითხვის ნიშნებით იყო გაჯერებული” – ასე აფასებს გამოცემა მოთამაშეს.
ნათქვამია, რომ პრიორიტეტი: ფიზიკას, გონებრივ შესაძლებლობებსა და ტიტულებს ენიჭება, მაგრამ ლუკა 79-ე ადგილზეა…
GIPHY App Key not set. Please check settings