in

საუკეთესო ტრანსფერის მოლოდინში: ტორპედო ლივერპულისა და საფრანგეთის ნაკრების მცველს ელაპარაკება

საქართველოს ჩემპიონატში შესაძლოა ისტორიაში ყველაზე მაგარი ტრანსფერი გაიჩარხოს: ქუთაისის “ტორპედო” ცდილობს მამადუ სახო დაიმატოს. ის ამჟამად 34 წლისაა და ერთ დროს „ლივერპულსა“ და საფრანგეთის ნაკრებში თამაშობდა.

მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია და ყველაფერი მალე გაირკვევა.

დღეისათვის ფრანგი მცველის სატრანსფერო ფასი 800 ათასი ევროა და ის უკლუბოდაა, ბოლოს კი “მონპელიეში” თამაშობდა.

მამადუს კარიერა პსჟ-ში დაიწყო, სადაც 2010 წელს კაპიტნად აირჩიეს. 2013 წლის სექტემბერი გადავიდა “ლივერპულში”.

2016 წლის აპრილში სახო დოპინგტესტზე ჩავარდა, თუმცა ერთ თვეში უეფამ გაამართლა, რადგან პრეპარატი შეგნებულად არ მიუღია. მიუხედავად ამისა, დიდიე დეშამმა ის ევროპის ჩემპიონატზე არ წაიყვანა.

ზაფხულში სახოს კონფლიქტი მოუვიდა იურგენ კლოპთან და 2017 წლის ზამთრის სატრანფერო ფანჯრის დროს იჯარით “კრისტალ პალასში” წავიდა, ზაფხულში კი ლონდონელებმა გამოისყიდეს.

2021 წლის ივლისში სახო სამშობლოში დაბრუნდა და „მონპელიეში“ გააგრძელა კარიერა. 2023 წლის 24 ოქტომბერს მწვრთნელთან, დერ ზაკარიანთან იჩხუბა და 2 ნოემბერს კლუბიდან წავიდა.

შემდეგი გაჩერება… ქუთაისი?

მამადუ სახო

2007-13 პსჟ – 151 (7)
2013-17 ლივერპული – 56 (2)
2017 → კრისტალ პალასი – 8 (0)
2017-21 კრისტალ პალასი – 64 (1)
2021-23 მონპელიე – 45 (1)

2010-16 საფრანგეთის ნაკრები – 29 (2)

საფრანგეთის ჩემპიონი: 2012/13
საფრანგეთის თასის მფლობელი: 2009/10
საფრანგეთის ლიგის თასის მფლობელი: 2007/08
საფრანგეთის სუპერთასის მფლობელი: 2013
ევროპალიგის ფინალისტი: 2015/16 (ლივერპული)

ლიგა 1-ის წლის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე 2010/11

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

აზაროვის პასით… შახტარმა თასიც მოიგო და დუბლი შეასრულა

შენგელია მესამეზე გავიდა, MVP თანაგუნდელს დაუთმო