სენეგალთან მატჩის დასრულების შემდეგ ინგლისის ნაკრების მესაჭემ, გარეტ საუთგეითმა მედიასთან კომენტარი გააკეთა და არაერთ საკითხს შეეხო:
“დღეს ძალიან მაგრად ვითამაშეთ და ეს მნიშვნელოვანია, რადგან ამიერიდან ყველა გუნდი მეტ-ნაკლებად თანაბარი ძალის არის. არ შემიძლია, გვერდი ავუქციო ჯუდ ბელინგემისა და ჯორდან ჰენდერსონის შესანიშნავ პერფორმანსს. ორივე მათგანი გადასარევი იყო”.
კიდევ ერთი ამბავი, რომელსაც გარეტი შეეხო სტერლინგს ეხებოდა: “მან ნაკრები დატოვა. ჩვენ მის გვერდით ვართ. ცხოვრებაში ფეხბურთზე მნიშვნელოვანი ამბებიც არსებობს”.
ბენ უაითის შემდეგ რაჰიმ სტერლინგი მეორე მოთამაშეა, რომელმაც ნაკრები დატოვა.
GIPHY App Key not set. Please check settings