საუდის არაბეთში დასრულდა სატრანსფერო ფანჯარა და შესაბამისად ევროპიდან ფეხბურთელების მიგრაცია ზამთრამდე შეწყდა.
ბოლო დღეს არ შედგა მოჰამედ სალაჰის გადასვლა ახლო აღმოსავლეთში. თუმცა ეს ზაფხული მაინც დაუვიწყარი იქნება.
საუდის არაბეთის ზაფხული-2023
ყველაზე ძვირი შენაძენი – ნეიმარი: 90 მლნ (პსჟ-ალ ჰილალი)
ფეხბურთელების ჯამური ღირებულება – 1113 მლნ ევრო
16 ტრანსფერი – 25+ მლნ ევრო
დახარჯულია – 945 მლნ ევრო
სატრანსფერო ბალანსი – მინუს 892 მლნ ევრო
გამაოგნებელია უარყოფითი სატრანსფერო ბალანსი: გაყიდეს სულ რაღაც 53 მლნ ევროსი და იყიდეს თითქმის მილიარდის ღირებულების. ამ ზაფხულს საუდის ლიგა ხარჯებით ტოპ 5-ში მოხვდა, 25 მლნ ევროზე მეტი კი 16 ფეხბურთელში გადაიხადეს.
ყველაზე ძვირიანი ტრანსფერი ნეიმარის გადასვლაა. „ალ ჰილალმა“ საერთოდ მსოფლიოში მეორე მაჩვენებელი (353. მლნ) დადო „ჩელსის“ შემდეგ (464.1 მლნ).
საერთო ჯამში საუდის არაბეთის ჩემპიონატის ფეხბურთელების ფასი ახლა მილიარდ ევროზე მეტია. ყველაზე ძვირი ნეიმარია, მას მოჰყვებიან სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი (50), ფაბინიო (42), რუბენ ნევეში (40) და ოტავიო (35).
თუმცა საუდელთა ფულს ყველა როდი დახამებია. მაგალითად, არ წავიდნენ ტონი კროოსი და ლუკა მოდრიჩი. არც მათი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი მოხიბლულა, ისევე როგორც ჟოზე მოურინიო.
GIPHY App Key not set. Please check settings