in

სანდრო მამუკელაშვილო პოტენციურად NBA-ს საუკეთესო მეპასეთა სიაში შეიყვანეს

ამერიკულმა ვებ-გვერდმა Behindthebuckpass-მა მომავალი სეზონისთვის “მილუოკი ბაქსის” შემადგენლობას თვალი გადაავლო და პოტენციურად 6 საუკეთესო მეპასე დაასახელა, რომელთა შორის NBA-ს კლუბის ქართველი ახალწვეული სანდრო მამუკელაშვილიც მოხვდა.

ეს ნამდვილად წარმატებაა, რადგანაც სანდრო გასულ დრაფტზე მხოლოდ 54-ე ნომრად აირჩიეს და მას მსოფლიოს უძლიერეს ლიგაში სადებიუტო მატჩები ჯერაც წინ ელის. აღნიშნულმა ვებგვერდმა საუკეთესო მეპასეთა ექვსეულში 22 წლის მამუკელაშვილს მე-6 ადგილი მიუჩინა და ასე დაახასიათა.

“მამუკელაშვილი უფრო მაღალ პოზიციაზე ყოფნასაც იმსახურებს, თუმცა, ვინაიდან მას NBA-ში ჯერაც არ უთამაშია, მოვერიდეთ, ბაქსის გამოცდილი მოთამაშეების ზემოთ დაგვეყენებინა. კოლეჯების ლიგის ბოლო სეზონში სანდროს შეტევაში დიდი როლი დაეკისრა და შედეგიან პასებშიც დიდი პროგრესი ჰქონდა. მისი საშუალო სარგებლიანობის კოფიციენტმა 4 %-ით მოიმატა, პასებში კი წინსვლა უფრო თვალსაჩინო იყო. კოეფიციენტი 11%-ით გაიზარდა და 20%-ს გადააჭარბა”, – წერს გამოცემა.

სეტონ ჰოლის მაისურით სანდროს საშუალოდ სამ პასზე მეტი ჰქონდა.”მილუოკი ბაქსმა სანდრო მამუკელაშვილს 2-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა, რომლის თანახმადაც ის სეზონში 50 დღე მილუოკის რიგებში იქნება, დანარჩენი დრო კი – G ლიგაში. საზაფხულო ლიგაში ქართველმა კალათბურთელმა 5 მატჩი ჩაატარა და სოლიდური საშუალო მონაგარი ჰქონდა: 11.2 ქულა, 8.6 მოხსნა (3.6 შეტევაში), 2.2 პასი და 1.4 ჩაჭრა. შედეგად, ის ტურნირის მე-3 სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

აჭარაში სარაგბო მოედნების მშენებლობა იწყება

მიქაუტაძის ჰეთ-რიკი: ქართველი ფორვარდი ბრწყინვალე ფორმაშია