in

სანდრო მამუკელაშვილი: ფაქტი, რომ იანისის გვერდით ვვარჯიშობ და შემიძლია მას რამე ვკითხო, უდიდესი ბედნიერებაა

Gspn-ს კორესპონდენტმა ტაი ვინდიშმა NBA-ს ჩემპიონის ქართველ ახალწვეულ სანდრო მამუკელაშვილთან საინტერესო პოდკასტის ჩაწერა, სადაც სანდრო მის ამერიკულ პერიოდზე და “მილუოკის” შესახებ საუბრობს.

“მილუოკში” თამაში საოცარი შეგრძნებაა. უდიდეს გუნდში ვთამაშობ, მსოფლიო კალათბურთის ვარსკვლავების გვერდით. გუნდში საოცრად მეგობრული ატმოსფეროა და თითოეული მათგანი, როგორც ოჯახის წევრს, ისე მექცევა.

ისინი ყოველთვის ცდილობენ ჩემს დახმარებას, გამოცდილების გაზიარებას, რაც თამაშისას ძალიან მეხმარება. იანისი, ჩემი აზრით, ამ ეტაპზე ასოციაციის საუკეთესო კალათბურთელია და მის გვერდით თამაში ძალიან დიდი სიამოვნებაა. გასულ სეზონის ფინალის მატჩები ძალიან დაკვირვებით ვნახე, როგორ თამაშობდა მაშინ ანტეტოკუნმპო. უბრალოდ ის ფაქტიც კი, რომ შემიძლია ვარჯიშზე მივიდე და რაღაც საკითხზე ვკითხო, პასუხი მივიღო, უკვე ფანტასტიკის სფეროა. ახლა მხოლოდ ერთი მსურს, ეს სწავლის და ზრდის პროცესი გაგრძელდეს, რომ უკეთესი მოთამაშე გავხდე. იმედი მაქვს, რომ მომავალში უფრო ხშირად მომიწევს იანისთან ერთად თამაში”, – თქვა სანდრო მამუკელაშვილმა.

მამუკელაშვილის ბრწყინვალე მატჩი ტორონტოსთან: სანდროს ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვის, როდის, რამდენი – გავარჩიოთ რონალდოს გრანდიოზული მიღწევა

თეა წულუკიანი: გვყავს ნიჩბოსნები, რომლებსაც არ აქვთ ნავი, ცხენოსნებს არ ჰყავთ ცხენი – ეს უნდა შეიცვალოს