საფრანგეთის ქალაქ პოში ფარიკაობაში საფრანგეთის საკლუბო ჩემპიონატი გაიმართა. ტურნირში მონაწილეობას ქართველი სანდრო ბაზაძეც იღებდა, რომელიც კლუბ “ორლეანის” ღირსებას იცავს.
ტურნირის ფინალში ბაზაძის “ორლეანი” ადგილობრივ კლუბ “პოს” დაუპირისპირდა და ანგარიშით 45:31 დაამარცხა.
სანდრო ბაზაძის გარდა კლუბ “ორლეანის” ღირსებას შემდეგი მოფარიკავეები იცავენ: ბოლად აპიტი, ჟან ფილიპი და სებასტიენ პატრისი.
GIPHY App Key not set. Please check settings