სანდრო ბაზაძემ წელი მნიშვნელოვანი გამარჯვებით დაიწყო. ტუნისის გრან პრის ფინალში ქართველმა მოფარიკავემ იტალიელი სპორტსმენი, ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი ლუიჯი სამელე 15- 8 დაამარცხა და ოქროს მედალი დაიმსახურა.
ქართველი მოფარიკავე გასული ზაფხულიდან მოყოლებული მეხუთე ტურნირზე გამოვიდა და სამი ოქროს, ერთი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
GIPHY App Key not set. Please check settings