in

სამხრეთ აფრიკამ ზელანდია დაამარცხა და ისევ პირველია: ბორჯღალოსნებისთვის არაფერი შეცვლილა

მსოფლიო რაგბის რეიტინგში ცვლილებაა. ახალი ზელანდიის ნაკრებმა, რომელმაც კლასიფიკაციის პირველ პოზიციაზე 2 კვირა გაატარა, ლიდერობა მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკას გადააბარა.

აღნიშნული შედეგი რაგბი ჩემპიონშიპის ბოლო ტურმა მოიტანა, რომელშიც “ქურციკებმა” “ოლ ბლექსი” 31:29 დაამარცხეს. აფრიკელებს გამარჯვება ელტონ იანტისის მიერ ბოლო წუთზე გატანილმა საჯარიმომ მოუტანა და ეს, რეიტინგზეც აისახა.

სამხრეთ აფრიკის ნაკრების მონაგარი 91.13 ქულაა და ის ახალ ზელანდიას 0.16 ქულით უსწრებს, სამეულს კი ავსტრალია აგვირგვინებს, რომელმაც რაგბი ჩემპიონშიპის ეგიდითვე არგენტინას 32:17 სძლია.

მსოფლიო რაგბის რეიტინგში სხვა ცვლილებები არ მომხდარა და მათ შორის პოზიცია შეინარჩუნა საქართველოს ეროვნულმა გუნდმა. “ბორჯღალოსნები” 73.73 ქულით მე-12 ადგილზე არიან.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გვარდიოლა, ანჩელოტი, დი მარია პანდორას დოსიეში მოხვდნენ: ამბობენ პეპმა ოფშორებში ფული დამალაო

ვიდეო, ფოტო: 2 მატჩი და 2 ათასი ევრო – როგორ დასჯიან ჩაკვეტაძეს