საფეხბურთო კლუბი “სამტრედია” მომდევნო სეზონში საქართველოს ჩემპიონატის რანგით მეორე დივიზიონში, Crystalbet ეროვნულ ლიგა 2-ში იასპარეზებს.
ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ იმერული კლუბი მთავარი მწვრთნელის პოსტზე კახა კაჭარავას კანდიდატურას განიხილავს. ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად Sport4me.ge თავად ბატონ კახას დაუკავშირდა, რომელმაც კლუბთან მოლაპარაკებები დაადასტურა.
“გიდასტურებთ, რომ ორი კვირის წინ მქონდა “სამტრედიის” ხელმძღვანელობასთან საუბარი და განიხილება ჩემი გუნდში დაბრუნება, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილი არაფერია. დაბრუნებას არ გამოვრიცხავ, მაგრამ გააჩნია პირობებს და თუ რა იქნება ახალ სეზონში გუნდის მიზანი”, – გვითხრა კახი კაჭარავამ.
კაჭარავასთვის “სამტრედია” უცხო არაა. ის ამ გუნდში 2018-19 წლებში მუშაობდა და გუნდი ქვეყნის უმაღლეს საფეხბურთო დივიზიონში დააბრუნა, შემდეგ კი, ის გიორგი მიქაძემ ჩაანაცვლა.
GIPHY App Key not set. Please check settings